დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, კანონით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად;
აბიტურიენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტი მის გარეშე მოიპოვებს სწავლის უფლებას უნივერსიტეტში, რექტორის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გამოცემული ბრძანებით ჩაირიცხება დტსუ-ში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
ამასთან ჩარიცხვის ბრძანება არ არის საკმარისი აბიტურიენტის მიერ მოპოვებული სტუდენტის სტატუსის გააქტიურებისათვის. სტატუსის მოპოვების მიზნით სტუდენტი ვალდებულია, უნივერსიტეტის რექტორის მიერ წინასწარ დადგენილ და საჯაროდ გამოქვეყნებულ ვადებში, გამოცხადდეს უნივერისტეტში და წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაცია.
რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტები:
შენიშვნა: რომელიმე ზემოთჩამოთვლილი სავალდებულო დოკუმენტის წარმოუდგენლობა, რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადის დასრულებამდე, გამორიცხავს სტუდენტთან ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი სტატუსის გააქტიურებას სტუდენტთა ერთიან რეესტრში.
ამასთან აბიტურიენტს უფლება აქვს მიმართოს რექტორს ჩარიცხვის მოთხოვნით, რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
აბიტურიენტის მიერ სტუდენტის სტატუსის გააქტიურება
რექტორის ჩარიცხვის ბრძანებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის უნივერსიტეტში წარმოდგენის შემდეგ სტუდენტთან ფორმდება ხელშეკრულება.
ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სწავლის საფასურის გადახდით სრულდება რეგისიტრაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სტუდენტის სტატუსის გააქტიურება და სტუდენტთა ერთიან რეესტრში მონაცემების ასახვა.
სტუდენტის სტატუსის გააქტიურება ნიშნავს ჩარიცხულ სტუდენტთათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სტუდენტთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციას და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის გაცემას.
რეგისტრაციის ვადა
აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება რექტორის მიერ ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, რაც ფორმდება ვბრძანებით, რომელიც ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადის განსაზღვრა დამოკიდებულია სასწავლო პროცესის დაწყების თარიღზე და იგი არ შეიძლება განისაზღვროს 10 დღეზე ნაკლები ვადით ინფორმაციის გამოქვეყნებიდან.