შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში 2016 წლის 12 სექტემბრიდან ცხადდება საჯარო კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 13 ოქტომბრიდან - 2016 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო შაბათს - 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, ადამიანთა რესურსების დეპარტამენტი; ტელ.: 251-68-98; ელ.ფოსტა: office@dtmu.edu.ge.)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება დადგენილი ფორმით.
2. დადგენილი ფორმით შევსებული ანკეტის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები.
3. Curriculum Vitae (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1. პირად ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2. განათლება - წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3. სამუშაო გამოცდილება - მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4. ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5. პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6. ენების ცოდნა
3.7. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8. დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციება და სხვა.
4. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
5. ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი).
6. დიპლომის დედანი და ასლი.
7. სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დიპლომის დედანი და ასლი.
8. საექიმო სერტიფიკატის დედანი და ასლი.
9. პედაგოგიური მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი ცნობა.
10. შრომების და პუბლიკაციების ჩამონათვალის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები (დადგენილი ფორმით).
11. შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობის დამადასტურებელი ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების და პუბლიკაციების პირველწყაროების ასლები.
12. პროფესიული ორგანიზაციის (საზოგადოების) წევრობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
13. კონფერენციებში და ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატები და მათი ასლები.
(CV, ანკეტა და ნაშრომთა სია აკრეფილი Sylfaen-ით. ყველანაირი საბუთი გარდა სურათისა და ნაშრომთა ასლების ჩაწერილი CD-R-ზე)
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხორციელდება ღია და საჯარო კონკურსის ჩატარების გზით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც შესაბამისი კონკურსისთვის დადგენილ ვადაში შემოიტანს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით წაყენებულ მოთხოვნებს.
3. აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:
3.1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
3.2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3.3. ასისტენტ-პროფესორად არჩეულ იქნეს დოქტორის და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. არჩევის ვადა 4 წელი.
4. აკადემიური თანამდებობაზე არჩევისას მხედველობაში მიიღება თითოეული კონკურსანტის მონაცემები:
4.1. პედაგოგიური გამოცდილება.
4.2. სამეცნიერო საქმიანობა (ბოლო 10 წლის):
4.2.1. სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი
4.2.2. სამეცნიერო შრომები და პუბლიკაციები, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობას.
4.2.3. სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა
4.2.4. სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელობა, რეცენზირება, ოპონირება
4.2.5. სადისერტაციო საბჭოს წევრობა
4.2.6. საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
4.2.7. საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრობა
4.3. ინგლისური ენის ცოდნა.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 07 ნოემბერს.
საკონკურსო აკადემიური თანამდებობების ჩამონათვალი სასწავლო კურსების მიხედვით:
საკონკურსო აკადემიური თანამდებობების ჩამონათვალი საბაზისო და კლინიკური მედიცინის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების შესაბამისი მიმართულებების მიხედვით.
ადამიანის მორფოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ადამიანის ანატომია: 1+1+1*
2. ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია და ციტოლოგია: 1+1+1
3. პათოლოგია: 1+1+1
ადამიანის მნორმალური და პათოლოგიური პროცესების უჯრედული და მოლეკულური საფუძვლების დეპარტამენტის მიმართულებები:
1. სამედიცინო ბიოქიმია: 1+1+1
2. სამედიცინო ფიზიოლოგია: 1+1+1
3. სამედიცინო მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია: 1+1+1
4. მოლეკულური ბიოლოგია და სამედიცინო გენეტიკა: 1+1+1
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა პათოლოგიური პროცესების კლინიკური შეფასებით: 0+1+1
2. კარდიოლოგია: 0+2+2
4. პულმონოლოგია: 0+1+1
5. გასტროენტეროლოგია: 0+1+1
6. ნეფროლოგია: 0+1+1
7. ენდოკრინოლოგია და მეტაბოლიზმი: 0+2+1
8. რევმატოლოგია და სისტემური დაავადებები: 0+1+1
9. ჰემატოლოგია: 0+1+1
10. ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია: 1+1+1
11. ფარმაკოლოგია: 0+2+1
12. შინაგან დაავადებათა დიფერენციული დიაგნოსტიკა და მკურნალობა: 1+2+1
13. შინაგან სნეულებათა სინდრომული დიფერენციული დიაგნოსტიკა და გადაუდებელი თერაპია: 1+1+1
14. ფიზიოთერაპია და სამედიცინო რეაბილიტაცია: 0+1+1
15. დერმატოვენეროლოგია: 0+1+1
16. პედიატრია: 1+1+1
17. ინფექციური სნეულებანი: 1+1+1
18. ნერვული სნეულებანი: 1+0+3
19. სამედიცინო რენტგენოლოგია და რადიოლოგია: 1+1+1
20. ფსიქიატრია: 1+1+1
ქირურგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ზოგადი ქირურგია: 1+1+1
2. კერძო ქირურგია: 1+1+1
3. ონკოლოგია: 0+1+1
4. უროლოგია: 0+1+1
5. ტრავმატოლოგია და ორთოპედია: 0+1+1
6. ოტორინოლარინგოლოგია: 0+1+1
7. ოფთალმოლოგია: 1+1+1
8. ბავშვთა ქირურგია: 0+1+1
9. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია: 0+1+1
10. გადაუდებელი ქირურგია: 0+1+1
11. მეან-გინეკოლოგია: 1+2+1
სოციალურ და ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ქცევათმეცნიერება: 0+1+1
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა: 1+1+1
3. პროფილაქტიკური მედიცინა ეკოლოგიით: 0+1+1
4. ბიოსამედიცინო ეთიკა: 1+1+1
შენიშვნა:
* სასწავლო კურსთან აღნიშნულ ფორმულაში პირველი რიცხვი შეესაბამება პროფესორის, მეორე – ასოცირებული პროფესორის, ხოლო მესამე – ასისტენტ პროფესორის ვაკანსიას.