დავით ტვილდიანის საემდიცინო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას დიპლომირებული მედიკოსის ერთასაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მობილობის მსურველები გაივლიან გასაუბრებას დეკანთან.
გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 30 ივლისს, 13:00 საათზე. გასაუბრებაზე მოსვლა სავალდებულოა მობილობით გადმოსვლის მსურველი ყველა სტუდენტისთვის. გასაუბრებაზე სტუდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლების უფლებას (2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.emis.ge/newss/1916/), რეგისტრაციის მიზნით 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით (სამუშაო საათები: 11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) უნდა გამოცხადდეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (მისამართი: ლუბლიანას 2/6; ელ.ფოსტა: registrar@dtmu.edu.ge; ტელ: (+995 322) 51 68 98)
რეგიტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
2) ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
ზ) 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/geo/static/17/Students-Mobility