ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე.
I. სასწავლო პროცესის on-line რეჟიმში მიწოდებისა და მართვისთვის ჩატარებული სამუშაო
ü საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (დტსუ) სწავლის პროცესი შეწყდა 4 მარტს.
ü დტსუ-ში „ბიზნესპროცესების უწყვეტობის გეგმის“ წესის შესახებ დოკუმენტის საფუძველზე სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელებაზე მონიტორინგის მიზნით 4 მარტს შეიქმნა „განსაკუთრებული სიტუაციების მართვის ჯგუფი“ (შემდგომში ჯგუფი).
ü ჯგუფის მუშაობა დაიგეგმა ორი ძირითადი მიმართულებით:
(I) სასწავლო პროცესის ადაპტაცია განსაკუთრებული სიტუაციის პირობებთან.
აღნიშნულისთვის განიხილებოდა 2 სცენარი:
1. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნებადართულია, სასწავლო პროცესის განახლება.
2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაგრძელდება ან უახლოესი 6 თვის განმავლობაში კვლავ იქნება „შეწყვეტილი“ სწავლა.
(II) სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების ადაპტაცია განსაკუთრებული სიტუაციის პირობებთან.
სამედიცინო–პროფილაქტიკური ღონისძიებების ახალი გეგმით შესრულება სავალდებულო იქნება ორივე სცენარის პირობებში.
ü 4-5 მარტი - მოლაპარაკება და „Zoom”-ის ვიდეოკონფერენციების პლატფორმის საგანმანათლებლო პაკეტის შეძენა
ü 6-7 მარტი - სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარებულია.
ü 9 მარტი - ლიცენზიები შეძენილია, შექმნილია ტექნიკური ჯგუფი.
ü 10-11 მარტი - ონლაინ სწავლებისთვის ვირტუალური სასწავლო აუდიტორიები განსაზღვრულია, ვირტუალური აუდიტორიების ტექნიკური რესურსის მზაობა შემოწმებულია; ტექნიკური ჯგუფის ტრენინგი ჩატარებულია, ჯგუფში კომუნიკაცია უწყვეტია
ü 9-12 მარტი საბაზისო ეტაპის სტუდენტთა ცხრილი „გადაგეგმილია“ და მორგებულია ვირტუალურ სასწავლო აუდიტორიებზე.
ü 11-დან 13 მარტის ჩათვლით ჩატარებულია (და გრძელდება) პედაგოგთა ტრენინგები და ინსტრუქტაჟი (ჩატარებულია 42 პედაგოგთან).
ü 11-14 მარტი - კლინიკური და კლერკშიპის ეტაპზე სტუდენტთა ცხრილი და სასწავლო (თითოეულ კურსში) გეგმა განსაზღვრულია, პაციენტთა ვირტუალური ქეისების ორი სისტემით (Body Interact 41 ქეისი - მეექვსე-მეათე სემესტრი სტუდენტებისთვის და Practicum Script-ის 20 ქეისი განაწილებულია მეთერთმეტე-მეთორმეტე სემესტრის სასწავლო კურსებში) უზრუნველყოფილია კლინიკური სასწავლო კურსები.
ü 14 მარტი - შემუშავებულია და მიწოდებულია ონლაინ სასწავლო პროცესის პირობებში კლასების მართვის, მიწოდების, მიღების, ა. შ. ინსტრუქტაჟის სახელმძღვანელო პრინციპები, ვალდებულებები და კონსულტაციებზე პასუხისმგებელი პირები პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის.
ü 12 მარტი - სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებების (II) მოთხოვნები და მათზე საპასუხო ღონისძიებები ორივე სცენარის პირობებში შემუშავებულია, გაწერილია, მიწოდებულია სათანადო პერსონალისთვის მონიტორინგის გაგრძელებით.
ü 16-17 მარტი - ონლიან რესურსით სასწავლო კურსების ჩატარება (პილოტირება სხვადასხვა სემესტრის 10 ჯგუფზე).
ü 16-17 მარტი - სასწავლო ცხრილი საბაზისო კურსის სტუდენტებისთვის, ასევე კლასში ჩართვის ინსტრუქტაჟის სახელმძღვანელო მიწოდებულია საბაზისო კურსის სტუდენტებისთვის
ü 18 მარტიდან ონლაინ რესურსით სასწავლო პროცესის სრული მოცულობით აღდგენა საბაზისო სწავლების ეტაპის (I-VI სემესტრი დიპლომირებული მედიკოსის ე-პბლ საგანმანათლებლო პროგრამაში; I-V სემესტრი დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაში) სტუდენტებისთვის.
ü 18 მარტიდან 23 მარტამდე ტრენინგების და ინსტრუქტაჟების გაგრძელება საბაზისო კურსების (ცხრილით უფრო გვიან უწევთ მეცადინეობების ჩატარება) პედაგოგებთან და დაწყება კლინიკის პედაგოგებთან.
ü 23 მარტის კვირაში დასრულებულია კლინიკური კურსების ადაპტაცია, ტრენინგები და პილოტირება კლინიკის კურსის ჯგუფებთან.
ü 1 აპრილიდან სწავლება, სწავლა და ტრენინგი კლინიკისა და კლერკშიპის ეტაპის სტუდენტებისთვის სრული მოცულობითაა აღდგენილი.
II. კორონავირუსის ეპიდემიის გამო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით ადაპტირებული სასწავლო გეგმები
(საბაზისო და კლინიკური მეცნიერებების ეტაპის, კლინიკური მედიცინის ეტაპის და კლერკშიპის ეტაპის ცხრილები, დავალებები, ვადები, სხვა ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხები )
2.1 საბაზისო და კლინიკური მეცნიერებების კურსის (I-V სემესტრის) ადაპტირებული სასწავლო გეგმა, ცხრილის შედგენისა და დავალებების განსაზღვრის გეგმა
საბაზისო და კლინიკური მეცნიერებების სწავლების ეტაპის კურსებზე (I-V სემესტრი) მოიხსნება სალექციო საათები (ყველგან, სადაც ეს არის პროგრამითა და სილაბუსით გათვალისწინებული), ასევე პრაქტიკის კურსები და/ან კლინიკური უნარების ის კურსები, რომლებიც სიმულაციებისა და/ან „hands-on“ სწავლება/სწავლას გულისხმობს (დაიგეგმება და შესრულდება შემდეგ სემესტრში)
შესაბამისად, აღნიშულ ეტაპზე ჩატარდება შემდეგი მეცადინეობები: სემინარ-პრაქტიკულები (ახსნა და სტუდენტთა თეორიული ცოდნის შეფასება); ასევე ქეისების თეორიული გარჩევა (ინტელექტუალური უნარები და ცოდნის ინტერპრეტაცია და ა.შ.), სისტემაზე ორიენტირებული მოდულების დიაგნოსტიკის კურსებში რჩება და გამოყენებული იქნება Body Interact-ის Virtual Patient-ის ქეისები (ამ რესურსის გარდა პედაგოგი სხვა, საკუთარ ქეისებსაც გაურჩევს და/ან გაარჩევინებს სტუდენტებს), უკუკავშირი სტუდენტთა ჯგუფს (სიმპტომების ამოცნობა, განსჯა და შესაძლო დიაგნოზის კუთხით ინტერპრეტაცია, გამოკვლევის გეგმის დასახვა და ა.შ. უნარებში შეფასება) მიეწოდება აღნიშნული რესურსის (Body Interact-ის Virtual Patient-ის ქეისები ამას თითოეული ქეისის შესრულების შემდეგ აწვდის დაუყოვნებლივ) და პედაგოგის მიერ.
PBL ფორმატში სწავლება/სწავლა და შეფასება ასევე სტუდენტებს მიეწოდება ჩვეულ რეჟიმში და ცხრილის მიხედვით.
ამ ეტაპზე (ისევე როგორც კლინიკის ეტაპზე) ლექციის ფორმატით სწავლება მოხსნილია და აქცენტი კეთდება სასემინარო (ჯგუფებში) მუშაობაზე იმ მიზეზით, რომ შენარჩუნდეს სტუდენტსა და პედაგოგს შორის მეტი (რის შესაძლებლობასაც online–ი იძლევა) ინტერაქციისა და უკუკავშირის შესაძლებლობა. შეფასებები იწარმოებს ყოველდღიური აქტივობის შეფასების (როგორც ეს ადრე მიმდინარეობდა ) ფორმატში.
მოდულში ზეპირი და წერითი გამოცდები ჩატარდება სემესტრის ბოლოს არსებული ეპიდსაშიშროების გამო, რომელიც 1 ან შესაძლოა 2 თვეშიც „ვერ მოიხსნება დღის წესრიგიდან“.
2.2 კლინიკის კურსის (VI-X სემესტრის) ადაპტირებული სასწავლო გეგმა, ცხრილის შედგენისა და დავალებების განსაზღვრის გეგმა
კლინიკის კურსებზე (VI_X სემესტრი) იხსნება სალექციო საათები (ყველგან, სადაც ეს არის პროგრამითა და სილაბუსებით გათვალისწინებული), ასევე კლინიკური უნარების კურსები, რომლებიც სიმულაციებსა და/ან Hands on სწავლება/სწავლას გულისხმობს (დაიგეგმება შემდეგ სემესტრში).
შესაბამისად კლინიკის კლასებში იქნება შემდეგი მეცადინეობები სემინარ-პრაქტიკულები [ახსნა და სტუდენტთა თეორიული ცოდნის შეფასება, ასევე ქეისების თეორიული გარჩევა (ფასდება ინტელექტუალური უნარები და ცოდნის ინტერპრეტაცია, ა. შ.)] და სადაც ამის რესურსი არსებობს ვირტუალურ ქეისებთან მუშაობა; ასეთი (VP) რესურსი უნივერსიტეტს აქვს შემდეგ დისციპლინებში „შემდეგი მოცულობით“:
Body Interact ქეისების რესურსები დისციპლინების მიხედვით
უნივერსიტეტის მოთხოვნაა სათანადო კურსებში ამ რესურსის სრული მოცულობით გამოყენება: თითო ქეისი, მისი გარჩევა, ა.შ. ჩაითვლება 1 სთ - 1 ქეისი (თუმცა პედაგოგი სავარაუდოდ სხვა, საკუთარ ქეისებსაც გაურჩევს და/ან გაარჩევინებს სტუდენტებს).
ამგვარად, უმრავლეს კლასებში 3 საათიანი თეორიული მეცადინეობა გულისხმობს მასალის ახსნას (მათ შორის ალბათ ქეისების გამოყენებით; ეს ჩვეულებრივ ასე ხდება კლინიკის კურსის საკითხებში), გამოკითხვას და შეფასებას (მათ შორის ალბათ ქეისების გამოყენებით); ვირტუალურ ქეისთან ჯგუფის (და/ან ცალცალკე მუშაობენ ერთ ქეისზე) მუშაობას (ზ/ა-ულ დისციპლინებში) და ჯგუფის (და/ან ცალკეული სტუდენტის) შეფასებას დიაგნოსტიკის, ანამნეზის, ფიზიკალური გამოკვლევის, სხვა უნარებში (Body Interact case-ები ამას გულისხმობს და უკუკავშირის ფორმით აწვდის ჯგუფს ქეისის „შესრულების“ შემდეგ დაუყოვნებლივ).
2.3 მეექვსე კურსის (XI-XII სემესტრი) კლეკრშიპის ადაპტირებული სასწავლო გეგმა, ცხრილი, დავალებები, ვადები
ორგანიზაციული საკითხები
მე-12 სემესტრის 4 ჯგუფი განაწილდება პირობითად 3 ჯგუფად (ქართული ნაკადი: 1+2 ჯგუფი=14 სტუდენტი; უცხოელები 1+2 ჯგუფი=14 სტუდენტი).
მე-11 სემესტრის ჯგუფები ჯამში 15 სტუდენტის შემადგენლობით იმუშავებს ერთ ჯგუფად და გააგრძელებს სწავლას მე-12 სემესტრის ცხრილით გათვალისწინებულის მიხედვით; კერძოდ ორივე ნაკადს მიეწოდება შინაგანი მედიცინის შემდეგი დისციპლინები (იხ. ცხრილი - დანართი 1). ცხრილით გათვალისიწინებული ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის და გადაუდებელი ქირურგიის ორგანიზება (ძველი წესით) დაიგეგმება სემესტრის ბოლოს (ასევე მე-12 სემესტრის სტუდენტებისთვის ტექნიკურ უნარებში სიმულაცია და ვარჯიში, მათ შორის OSCE-თვის მზადების მიზნით).
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მე-6 კურსის (მე-11 და მე-12 სემესტრის ქართული და ინგლისურენოვანი ნაკადების) სტუდენტებისთვის შინაგანი მედიცინის დისციპლინებში კრედიტების შესრულების და აღიარების პირობად განისაზღვრა:
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მე-6 კურსის (მე-11 და მე-12 სემესტრის ქართული და ინგლისურენოვანი ნაკადების) სტუდენტებისთვის შინაგანი მედიცინის დისციპლინებში კრედიტების შესრულების და აღიარების პირობად განისაზღვრა:
ამგვარად, სემესტრის განმავლობაში (და/ან ვიდრე კლინიკურ ბაზებზე დაშვებამდე):
საკვალიფიკაციო გამოცდები რჩება უცვლელი (ივლისის თვე).
დანართი 1 - მეექვსე კურსის სამუშაო გეგმა
# |
საგნის დასახელება |
დღეების რაოდენობა |
თარიღები |
პედაგოგების გვარები |
1. |
ნევროლოგია |
9 დღე |
1-10 აპრილი |
1. ნ. ტატიშვილი 2. თ. შათირიშვილი 3. ლ. ყანდარელი |
2. |
პულმონოლოგია |
8 დღე |
11-23 აპრილი |
ნ. ცხაკაია |
3. |
კარდიოლოგია |
8 დღე |
24 აპრილი-2 მაისი |
ქ. კაპანაძე |
4. |
გასტროენტეროლოგია |
6 დღე |
4-9 მაისი |
ა. ნადირაძე |
5. |
ჰემატოლოგია |
4 დღე |
11-14 მაისი |
ნ. ტოტოღაშვილი |
6. |
ნეფროლოგია |
6 დღე |
15-21მაისი |
მ. სუთიძე |
7. |
ინფექციური |
7 დღე |
22-29 მაისი |
თ. კაკაბაძე |
8. |
რევმატოლოგია |
4 დღე |
30 მაისი-3 ივნისი |
მ. თოიძე |
9. |
ენდოკრინოლოგია |
4 დღე |
4-8 ივნისი |
ლ. ცუცქირიძე |
10. |
გადაუდებელი ქირურგია |
15 დღე |
9-25 ივნისი |
|
11. |
ანესთეზიოლოგი/რეანიმატოლოგია |
9 დღე |
26 ივნისი-6 ივლისი |
|
12. |
კლინიკურ უნარებში ტრენინგი: კლინიკური უნარები 6, ექიმ-პაციენტის ურთიერთობა, OSCE ფორმატის ინსტრუქტაჟი |
10 დღე |
7-17 ივლისი |
|
*შენიშვნა: შესაძლებელია 12 პუნქტის შესრულება გადავიდეს მე-10-ის წინ; იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები ჩამოსული არიან საქართველოში, მაგრამ კლინიკებში შესვლა შეზღუდულია.
** შაბათი დღე სამუშაო დღეა
დანართი 2 - რეფერატის თემები და წარდგენის მოთხოვნები
დისციპლინა - თემა- რეფერატი [ინგლისურ ენაზე: არანაკლებ 5; საშუალოდ 5-10 გვერდი
(A 4 ფორმატის) ტექსტისა;
ლიტერატურა: არანაკლებ 5 თანამედროვე წყარო (წვდომისთვის ჰინარის რესურსი მიეწოდება სტუდენტს).
რეფერატი შედგენილია საკითხის მიმოხილვის ფორმატში: (i) საკითხის აქტუალობა (სამეცნიერო და/ან პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით); (ii) საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურული მონაცემები და მათი განსჯა; (iii) დასკვნები (არსებული ლიტერატურის განსჯის საფუძველზე).
შეფასება
III. შეჯამება: უნივერსიტეტში ჩატარებული აქტივობებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ
სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით დღემდე გატარებული ღონისძიებები:
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა:
პატივისცემით,
ნინო თაბაგარი
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერიტეტის-
უმაღლესი სამედიცინო სკოლის“აიეტის“
დეკანი
02 აპრილი 2020