23 მარტს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა აიეტის გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის (GIGA) რიგით მესამე ვორქშოფი, თემაზე: "კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები". ვორქშოფი შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. თეორიულ ნაწილში საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ლექცია კონტრაცეფციის მეთოდებზე, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას თითოეული საშულების მექნიზმზე, ეფექტურობასა და გამოყენების ტექნიკაზე. პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეებმა თავად გამოსცადეს სიმულაციურ მანეკენებზე სპირალისა და იმპლანტის ჩადგმა. ასევე გაეცნენ დიაფრაგმის, cap-ის, სპერმიციდული ღრუბლის, ინექციის, საშოს ჰომრონშემცველი რგოლისა და კონდომის სწორი მოხმარების მეთოდებს. ასევე ვორქშოფს დაემატა ახალი აქტივობა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტების ისტორიებს გაცნობოდნენ და დაინტერესების შემთხვევაში შემოეთავაზებინათ მენეჯმენტის საკუთარი ხედვა. საუკეთესო პასუხების ავტორებს, თათა ავალიშვილს (V კურსი), მარიამ სვანაძეს (III კურსი) და თორნიკე ჯაშს (III კურსი) გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ლექციას უძღვებოდნენ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის წევრები: მარიამ ჯაში, გვანცა ქოჩიაშვილი და ანა მეტრეველი. პრაქტიკულ ნაწილში დამსწრე სტუდენტების 3 ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ჯაში, გვანცა ქოჩიაშვილი, ანა მეტრეველი, ქეთი გვაზავა, ავთანდილ ქოჩიაშვილი და მარიამ ჯოჯუა (გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის საორგანიზაციო ჯგუფი, ვორქშოფის ტუტორები და აქტიური წევრები, არიან დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები).