2019 წლის პირველ ივნისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და ისინი, ვისაც საჭიროდ მიაჩნია ბავშვთა უფლებების აღქმადობის გაზრდა, ერთობლივი ძალებითა და რესურსებით დავეხმარეთ 18 თვის ერეკლეს, რომელიც მედგრად იბრძვის ჯანმრთელობისთვისა და მომავალი ბედნიერებისთვის. ის ებრძვის იშვიათ და მძიმე დაავადებას - მოკლე ნაწლავის სინდრომს. მისთვის აუცილებელია გაძლიერება, რომ მზად იყოს თავის ცხოვრებაში უკვე მეექვსე ოპერაციისთვის. ეს მას მისცემს საშუალებას უფრო წარმატებით ებრძოლოს ამ იშვიათ პრობლემას.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, ერეკლეს დასახმარებლად და ზოგადად, ბავშვთა ჯანრთელობისა და უფლებების საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი პოლიციის დახმარებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჩატარდა 4 კმ. სიგრძის მინი მარათონი „ერეკლესთვის“. მინი მარათონის საფინიშო ხაზი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რუსთავის საუნივერსიტეტო კამპუსთან იყო განთავსებული. სტუდენტების, აკადემური და ადმინისტრაციული პერსონალის, სპორტსმენებისა და სხვა, მარათონში ჩართული ადამიანების, დამსახურებით შეგროვდა 1000 $.
დავით ტვილდაინის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მარათონში მონაწილეობას იღებდნენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ვეტერანები.
მარათონის გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო მედლები, თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები.
მარათონის დასასრულს დტსუ-ს სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებისთვის ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი თეატრალური და მუსიკალური ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ : „ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია“; NGO „სპორტი ყველასთვის“; NGO „დამოუკიდებელი ბავშვებისა და სტუდენტების გაერთიანება“; სუპერმარკეტების ქსელი „მადაგონი“; სპორტული მაღაზია „myvelo.ge“; ფიტნეს ცენტრი „MG Fitness“; სპორტული მაღაზია „Gbikes Online“ და „ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია“.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მადლობა უხდის ყველა მონაწილესა და სპონსორს გაწეული წვლილისთვის.
შეგახსენებთ, თქვენ კვლავ შეგიძლიათ დაემხაროთ ერეკლეს, ქვემოთ მითითებული ბმულების მეშვეობით.
Gofundme:https://www.gofundme.com/helplittleEREKLE
Facebook fundraiser: https://www.facebook.com/donate/698305113938665/