29 მაისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტების 2014-2017 წ.წ.-ის სარეზიდენტო პროგრამის „საოჯახო მედიცინის“ სპეციალობის სტუდენტების, ალექსანდრე თელიასა და მაყვალა კობეშავიძის დაჯილდოვების ცერემონიალი.
ცერემონიალის პირველ ნაწილში პროგრამის დირექტორმა ქლბ. მარიამ სუპატაშვილმა წარმოადგინა ანგარიში აღნიშნული სტუდენტების დასახიათებისა და აქტივობების შესახებ. შემდგომ კი თავად სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაცია საოჯახო მედიცინის დარგიდან მათ მიერ შერჩეულ საკითხებზე და უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს. ცერემონიალის დასკვნით ნაწილში უნივერსიტეტის დეკანმა ქლბ. ნინო ბრეგვაძე-თაბაგარმა და რეზიდენტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქლბ. ლიზა გოდერძიშვილმა სტუდენტები ფონენდოსკოპებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ალექსანდრე თელიასა და მაყვალა კობეშავიძეს.