DTMU

ინო ქერაშვილი

ინო ქერაშვილი

დავით ტვილდიანის სამედიციო უნივერსიტეტი არის ერთერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში. ამაზე მეტყველებს მისი კურსდამთავრებულთა წარმატებები როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. ის ბაზისური ცოდნა რასაც ეს უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამ ცოდნით სტუდენტს შუეძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერ კურსამდავრებულებს მათ შორის აშშ-ს სტუდენტებსაც. კურიკულუმი არის ინგლისურ ენაზე, რომელიც მთლიანად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს.საგამოცდო ტესტები არის მიახლოებული ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო ტესტებს რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს წარმატებით ჩააბაროს საერთაშორისო სამედიცინო გამოცდები. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ასევე ცნობილია ამერიკულ სამედიცინო წრეში და მისი კურსდამთავრებულები დიდი რეპუტაციით სარგებლობენ. ვფიქრობ ახალი და განსხვავებული სისტემა რასაც ეს უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს არის სწორი გზა წარმატებისკენ.

20სექ

ვერა შარაშიძე

ვერა შარაშიძე

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტმა ჩემს ცხოვრებაში,კარიერასა და მომავალში უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა.ის ფაქტი რომ სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და პროგრამა სრულად შეესებამება USMLE მოთხოვნებს გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი მიზნის მიღწევაში. ძალიან სასიამოვნოა რომ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი აგრძელებს განვითარებას და მომავალში კიდევ უფრო მეტი კურსდამთვარებული შეძლებს სწავლისა და მუშაობის გაგრძელებას მოწინავე ქვეყნის კლინიკებში.

16სექ