კურსი განკუთვნილია ექიმი ქირურგებისთვის, ქირურგიის მიმართულების რეზიდენტებისთვისა და მე-6 კურსის სტუდენტებისთვის.
პროგრამის მიზანია ლაპაროსკოპიული ქირურგიის ბაზისური საკითხების შესახებ დღეისათვის არსებული უახლესი თეორიული ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება.
პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მონაწილეების Fundamentals of Laparoscopic Surgery (FLS)-ის სალიცენზიო გამოცდისთვის მომზადებას. კურსი კორელირებს FLS-ის სასწავლო კურსით განსაზღვრულ პროგრამასთან. FLS კურსი შედგენილია ამერიკის გასტრო-ინტესტინული და ენდოსკოპიური ასოციაციის (SAGES) მიერ და აღიარებულია ამერიკის ქირურგთა ასოციაციის (ACS) და ამერიკის ქირურგიული პროგრამების დირექტორთა ასოციაციის (APDS)-ის მიერ.
საკონტაქტო პირის მობილური:
არჩილ შარაშენიძე მობ: +995 551 723 700
achoshara@gmail.com
მისამართ: წერეთლის 121