შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტ“-ში 2017 წლის 3 აპრილიდან გამოცხადდა საჯარო კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 4 მაისიდან - 2017 წლის 3 ივნისის ჩათვლით ყოველდღე კვირის გარდა, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო შაბათს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტ“-ში (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, ადამიანთა რესურსების მართვის დეპარტამენტში. ტელ: 251-68- 98; ელ.ფოსტა: office@dtmu.edu.ge.)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება დადგენილი ფორმით;
2. დადგენილი ფორმით შევსებული ანკეტის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები;
3. Curriculum Vitae (ელექტრონული და ნაბეჭდი ვერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1 პირადი ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება - წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა
3.3 სამუშაო გამოცდილება - მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4 ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა;
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
5. ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი);
6. დიპლომის დედანი და ასლი;
7. სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დიპლომის დედანი და ასლი;
8. საექიმო სერტიფიკატის დედანი და ასლი;
9. პედაგოგიური მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი ცნობა;
10. შრომების და პუბლიკაციების ჩამონათვალის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები (დადგენილი ფორმით);
11. შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობის დამადასტურებელი ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების და პუბლიკაციების პირველწყაროების ასლები;
12. პროფესიული ორგანიზაციის (საზოგადოების) წევრობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
13. კონფერენციებში და ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატები და მათი ასლები.
(CV, ანკეტა და ნაშრომთა სია აკრეფილი Sylfaen-ით. ყველანაირი საბუთი გარდა სურათისა და ნაშრომთა ასლების ჩაწერილი CD-R-ზე).
საკონკურსო პირობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხორციელდება ღია და საჯარო კონკურსის ჩატარების გზით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც შესაბამისი კონკურსისთვის დადგენილ ვადაში შემოიტანს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით წაყენებულ მოთხოვნებს.
3. აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:
3.1 ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
3.2 ასისტენტ-პროფესორად არჩეულ იქნეს დოქტორის და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. არჩევის ვადა 4 წელი.
4. აკადემიურ ტანამდებობაზე არჩევისას მხედველობაში მიიღება თითოეული კონკურსანტის მონაცემები:
1.1 პედაგოგიური გამოცდილება;
1.2 სამეცნიერო საქმიანობა (ბოლო 10 წლის);
1.2.1 სამეცნიერო.აკადემიური ხარისხი;
1.2.2 სამეცნიერო შრომები და პუბლიკაციები, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობას;
1.2.3 სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა;
1.2.4 სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელობა, რეცენზირება, ოპონირება;
1.2.5 სადისერტაციო საბჭოს წევრობა;
1.2.6 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
1.2.7 საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრობა;
1.3 ინგლისური ენის ცოდნა.
ინფორმაცია საკონკურსო აკადემიური თანამდებობისა და კონკურსის პირობების შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე - www.dtmu.ge
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2017 წლის 19 ივნისს.
საკონკურსო აკადემიური თანამდებობის ჩამონათვალი სასწავლო კურსების მიხედვით:
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ნერვული სნეულებანი: 0+1+0
ქირურგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. უროლოგია: 0+0+1
2. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია: 0+1+0
სასწავლო კურსთან აღნიშნულ ფორმაში პირველი რიცხვი შეესაბამება პროფესორის, მეორე ასოცირებული პროფესორის, ხოლო მესამე - ასისტენტ პროფესორის ვაკანსიას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, განაცხადის შესავსებად აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების სრული შემადგენლობით წარდგენა.
დანართი 2 - ანკეტა