შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ 2018 წლის 25 ივნისს გამოცხადდეს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაში 2 ვაკანტურ ადგილზე მისაღები კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
. ანდროგენული ალოპეციის კლინიკურ-მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით დაყოფა ფაზებად, დიფერენციალური დიაგნოზი და მკურნალობა;
. ფეტალური პროგრამირება: ფეტალური სტრესის გავლენა ბავშვთა ასაკში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარებაზე და პრევენციული პროგრამის შემუშავება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 30 ივლისიდან - 08 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0159, ლუბლიანას ქ. 2/6, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი. საკონტაქტო პირი - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ თალაკვაძე. ტელ: 251-68-98, 597207424, ფაქსი: 252-71-96, ელ.ფოსტა: phd@dtmu.edu.ge
კონკურსი ჩატარდება 13 სექტემბერს, რაც მოიცავს: საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან გასაუბრებას, წარმოდგენილი საბუთების შეფასებას.
ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ვერ წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური გამოცდა 14 სექტემბერს.
შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 17 სექტემბერს.
საკონკურსოდ დამტკიცდეს შემდეგი დანართები:
1. საკონკურსო საბუთების ნუსხა - დანართი 1;
2. საკონკურსო განცხადების ფორმა - დანართი 2;
3. სააპლიკაციო ფორმა - დანართი 3;
4. სარეკომენდაციო ფორმა - დანართი 4.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
დანართი 1 – საკონკურსო საბუთების ნუსხა:
1. განცხადება რექტორის სახელზე (დანართი 2);
2. სააპლიკაციო ფორმა (დანართი 3);
3. ავტობიოგრაფია (CV) (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1. პირად ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2. განათლება - წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3. სამუშაო გამოცდილება – მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4. ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5. პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6. ენების ცოდნა
3.7. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა – მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8. დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის მოწმობა და მისი ერთი ქსერო ასლი;
5. ფოტო 3X4 2 ცალი;
6. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედანი და ქსერო ასლების თითო ეგზემპლარი);
7. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (კლინიკური მიმართულებებისთვის);
8. სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);
9. 2 რეკომენდაცია-დახასიათება (დანართი 4):
9.1. თუ აპლიკანტი მუშაობს: ერთი რეკომენდაცია-დახასიათება აპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით, და მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
9.2. თუ აპლიკანტი არ მუშაობს: ორივე რეკომენდაცია-დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან.
10 .სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე.
11. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს შესაბამისი ტესტური გამოცდა, რომელიც ჩატარდება უნივერსიტეტში 2016 წლის 9 მაისს, 11:00 საათზე.
შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 17 სექტემბერს.