ძვირფასო სტუდენტებო და ახალგაზრდა კოლეგებო
დტსუ კგც შეგახსენებთ, რომ დაკვირვებითი და მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტებისათვის (Oservership, clerkship), მსოფლიოს სხვდასხვა კლინიკაში თადარიგის დაჭერა უკვე ხვალიდანაა შესაძლებელი!
რამოდენიმე ორგანიზაციას უკვე გამოცხადებული აქვს ან 1 აგვისტოდან ხსნის განაცხადების მიღებას, უმრავლესობა კი- 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან გეგმავს. შესაძლებელია როგორც ფასიანი, ისე დაფინანსებული პროექტებით სარგებლობა. ასევე, შესაძლებელია, ინტერესის მიხედვით მიმართულებების შერჩევა.
დტსუ-ის ახალშექმნილი კგც ყოველნაირად ეცდება, მხარი დაგიჭიროთ თქვენს პროფესიულ თვითგამორკვევასა და განვითარებაში, რისთვისაც მუდმივად მოგაწოდებთ არსებულ შესაძლებლობებს და ეცდება, მოგიძიოთ თქვენი ინტერესების შესაბამისი პროგრამები. ასევე, ვეცდებით, განსაკუთრებით დავეხმაროთ დაწყებითი კურსების სტუდენტებს, რომელთაც ჯერ არ გააჩნიათ განაცხადების მოძიებისა და შევსების გამოცდილება.
ამჟამად გაწოდებთ რამოდენიმე შესაძლებლობის და სააპლიკაციო ფორმების ნიმუშებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ESCMID თანამშრომლობის ცენტრებისა და დაკვირვებითი ვიზიტების შესაძლებლობების ჩამონათვალს, სადაც 2018 წლის შემოდგომის გამოცხადების დროს 50 ვიზიტი იქნება დაფინანსებული.
2018 წლის აგვისტოში საქართველოს წამყვან კლინიკებში დაკვირვებითი ვიზიტებით (observership) დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიმართეთ კარიერული განვითარების ცენტრს დაწვრილებითი ინფორმაციისათვის.
International Physician Observer Program | Cleveland Clinic