შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” 2019 წლის 9 დეკემბრიდან სარეზიდენტო პროგრამაში ,,საოჯახო მედიცინა” სპეციალობის მაძიებელთა მისაღებად გამოცხადდეს საჯარო კონკურსი 7 ვაკანტურ ადგილზე.
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით ’’სამკურნალო საქმე’’ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი; (შემდგომში მაძიებელი)
2. მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
2.1. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
2.2. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/სპეციალობის მაძიებლის სერტიფიკატი;
2.3. პირადობის/ქვეყნის რეზიდენტის მოწმობა;
2.4. 2 ფოტო სურათი ზომით 3×4;
3. კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:
3.1. კონკურსანტის საბუთების შეფასება;
3.2. ინგლისურენოვანი ტესტური გამოცდა სპეციალობაში;
3.3. გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან;
4. საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ.
კონკურსის ვადები:
1) საბუთების მიღება: გრძელდება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით; ყოველდღე, გარდა კვირისა 11:00-16:00 სთ-მდე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, სართული II რეზიდენტურის დეპარტამენტი)
2) საბუთების განხილვა: 2020 წლის 3 თებერვალი;
3) ტესტური გამოცდა და გასაუბრება 2020 წლის 7 თებერვალი, 11:00 სთ.
4) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 10 თებერვალს, ვებ გვერდზე: www.dtmu.ge
5) პროგრამის დ აწყების თარიღი: 2020 წლის 17 თებერვალი
საკონტაქტო პირები:
1) ნინო რიგიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის კოორდინატორი)
ტელ: 599 903 445;
ელ. ფოსტა: nini_rigishvili@yahoo.com residency@dtmu.edu.ge
2) ლიზა გოდერძიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
ტელ: 555 395 593;
ელ. ფოსტა: lizagoderdzishvili@gmail.com
3) მარიკა სუპატაშვილი (პროგრამის დირექტორი)
ტელ: 599 995 899