შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ში 2020 წლის 10 თებერვალს გამოცხადდეს საჯარო კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 16 მარტიდან - 2020 წლის 06 აპრილის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო შაბათს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ში (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, ადამიანთა რესურსების დეპარტამენტში; ტელ.: 251-68- 98; ელ.ფოსტა: office@dtmu.edu.ge.)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება დადგენილი ფორმით და წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ;
2. დადგენილი ფორმით შევსებული ანკეტის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები.
3. Curriculum Vitae ქართულ და ინგლისურ ენებზე (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები) რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1. პირად ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2. განათლება - წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი (თემის სახელწოდების მითითებით), კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3. სამუშაო გამოცდილება - მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4. ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5. პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6. ენების ცოდნა (ცოდნის დონის მითითებით);
3.7. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8. დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
5. ფერადი ფოტო სურათი 3X4 (1 ცალი).
დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევეაში, აღიარების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი)
7. სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევეაში, აღიარების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი)
8. საექიმო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
9. პედაგოგიური მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი ცნობა.
10. შრომებისა და პუბლიკაციების ჩამონათვალის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები (დადგენილი ფორმით).
11. შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობის დამადასტურებელი ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების და პუბლიკაციების პირველწყაროების ასლები.
12. პროფესიული ორგანიზაციის (საზოგადოების) წევრობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
13. კონფერენციებში და ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატები და მათი ასლები.
(CV, ანკეტა და ნაშრომთა სია აკრეფილი Sylfaen-ით. ყველა საბუთი, გარდა სურათისა და ნაშრომთა ასლების ჩაწერილი CD-R -ze)
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხორციელდება ღია და საჯარო კონკურსის ჩატარების გზით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც შესაბამისი კონკურსისთვის დადგენილ ვადაში შემოიტანს განაცხადს, კონკურსში მონაწილეობის შესახებ გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, და რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით წაყენებულ მოთხოვნებს.
3. აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:
3.1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
3.2. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არჩევის ვადა 6 წელი.
ასისტენტის თანამდებობაზე არჩევის ვადა 4 წელი.
4. აკადემიური თანამდებობაზე არჩევისას მხედველობაში მიიღება თითოეული კონკურსანტის მონაცემები:
4.1. პედაგოგიური გამოცდილება.
4.2. სამეცნიერო საქმიანობა (ბოლო 10 წლის):
4.2.1. სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი
4.2.2. სამეცნიერო შრომები და პუბლიკაციები, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობას.
4.2.3. სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა
4.2.4. სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელობა, რეცენზირება, ოპონირება
4.2.5. სადისერტაციო საბჭოს წევრობა
4.2.6. საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
4.2.7. საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრობა
4.2.8. ინგლისური ენის ცოდნა.
5. აკადემიური თანამდებობაზე არჩევისას გათვალისწინებული იქნება კანდიდატის პოზიცია აფილირების შესახებ; (აფილირება მოიაზრებს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის განასაკუთრებულ ურთიერთობას უნივერსიტეტთან, მისი სახელით საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში მონაწილეობას) ინფორმაცია საკონკურსო აკადემიური თანამდებობებისა და კონკურსის პირობების შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.dtmu.ge.
კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 21 აპრილს.
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2020 წლის 01 მაისს.
საკონკურსო აკადემიური თანამდებობების ჩამონათვალი სასწავლო კურსების მიხედვით:
ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური პროცესების უჯრედული და მოლეკულური საფუძვლების დეპარტამენტის მიმართულებები:
1. სამედიცინო მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია: 0+0+0+1
კლინიკური მედიცინა:
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ფიზიოთერაპია და სამედიცინო რეაბილიტაცია: 0+1+0+0
2. დერმატოვენეროლოგია: 0+0+0+1
ქირურგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ზოგადი ქირურგია: 0+1+0+0
2. უროლოგია: 0+1+0+0
სოციალურ და ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ნუტრიციოლოგია, საკვების უსაფრთხოება და ტოქსიკოლოგია: 0+1+0+0
*ვაკანსიებზე მითითებული ციფრების თანმიმდევრობის განსაზღვრება: რიგითობით შეესაბამება შემდეგ აკადემიური თანამდებობებს: პროფესორი; ასოცირებული პროფესორი; ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი
*ვაკანსიებზე მითითებული ციფრები აღნიშნავს: 0 ვაკანსიის არ არსებობა და 1 ვაკანსიაზე მოთხოვნა (1 ნიშნავს ერთ ვაკანსიას);