კონგრესის მიზანია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო პროფილის სტუდენტების გაერთიანებისა და კოლეგიალური თანამშრომლობის ხელშეწყობა. ის შედგება ორი ძირითადი ეტაპისაგან:
•შესარჩევიკონფერენციები თანაორგანიზატორ უნივერსიტეტებში, საიდანაც თითოდან შეირჩევა3 დელეგატი(1 მოხსენება და2 პოსტერი).
•დასკვნითიკონფერენცია- შერჩეული დელეგატების მოხსენებები, განხილვა, საუკეთესო მონაწილეთა გამოვლენა.
“Onco2015” ქართველი სტუდენტების მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია- მასში მონაწილეობას იღებს უმეტესობა იმ უნივერსიტეტებისა, რომლებშიც არის სამედიცინო პროფილის ფაკულტეტი(მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, რეაბილიტაცია).
ყველა მონაწილისთვის გაიცემა ინგლისურენოვანი სერთიფიკატი, ხოლო დასკვნით კონფერენციაზე გასული ნაშრომები გამოქვეყნდება(იხილეთ ქვემოთ მოცემული გვერდი).
რეკომენდირებულია, რომ თქვენი მოხსენება/პოსტერი ეფუძნებოდეს 2015 წლის სექტემბერში ქ. ვენაში ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების(ESMO-ს) კონგრესზე განხილულ აქტუალურ საკითხებს.
„Onco2015“-ში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, ახლავე დარეგისტრირდეთ შესარჩევ კონფერენციაზე, რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ“ვიტალისის” წარმომადგენელი.
რეგისტრაციის ბოლოვადა- 15 ოქტომბერი, 2015
შესარჩევი კონფერენციები- 19-25 ოქტომბერი, 2015
სრული ინფორმაცია, რეგისტრაცია და დამხმარე რესურსები- https://clubvitalis.wordpress.com/onco2015