I. ზოგადი მიდგომები
კლინიკის ეტაპზე უმრავლეს მოდულებსა და კურსებში 1 კრედიტში ითვლება 16 საკონტაქტო საათი - 4 სთ ლექცია + 12 საათი პრაქტიკული მეცადინეობა (ხანგრძლივობა 4 სამუშაო დღე); ადაპტირებული სასწავლო გეგმის მიხედვით „მოხსნილი“ სალექციო საათები (კრედიტში 4 სთ) დაეთმობა შესაბამის (დისციპლინასთან) უნარ-ჩვევების ტრენინგს შემდეგი სემესტრისა და/ან სასწავლო წლის განმავლობაში; ამგვარად 1 კრედიტში, პირობითად (უნარ-ჩვევების ტრენინგის ხარჯზე) შესასრულებელი რჩება 4 სთ, ანუ „1 კრედიტიან საგანში სტუდენტი ასრულებს 0.75 კრედიტს“ მიმდინარე სემესტრში და შემდეგ სემესტრში „შესასრულებელი რჩება“ 0.25 კრედიტი; ჯამში მიმდინარე სემეტრში ასრულებს მინიმუმ 22.5 კრედიტს და შემდეგ სემესტრში/სასწავლო წელს დამატებით, იმ პერიოდში დაგეგმილისა, შესასრულებელი ექნება მაქსიმუმ 7.5 კრედიტი (სემეტრზე დამატებით ან სასწავლო წელზე დამატებით); რაც არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ სრულიად მისაღები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული კანონმდებლობის (სასწავლო წლის ხანგრძლივობა, კრედიტების გაანგარიშების და/ან მიწოდება/შესრულების წესები).
*მნიშვნელოვანი გარემოებები:
II. კრედიტების გაანგარიშება და აღიარება სემესტრების მიხედვით
2.1. X სემეტრში კრედიტების გაანგარიშების და აღიარების წესი
X სემესტრის ცხრილით გათვალისწინებული სასწავლო კურსებიდან შემდეგ კურსებში კრედიტის აღიარება მოხდება სრულად:
საზოგადოებრივი ჯანდაცვა (6 კრედიტი), ეპიდემიოლოგია (4 კრედიტი), კლინიკური ფარმაკოლოგია (4 კრედიტი) და ლეგალური ასპექტები (2 კრედიტი), ჯამში 16 კრედიტი სტუდენტებს უღიარდებათ სრული მოცულობით.
X სემესტრში დაგეგმილიდან უშუალოდ ჰოსპიტლებსა და/ან ამბულატორიაში ტრენინგს მოითხოვს შემდეგი კურსები: უროლოგია (1 კრედიტი), გინეკოლოგია (5 კრედიტი), შინაგანი მედიცინა (7 კრედიტი), ელექტივი (თუ ის კლინიკურ ტრენინგს მოითხოვს) – 1 კრედიტი.
არსებული სასწავლო გეგმის (ადაპტირებული, იხილე კლინიკის ეტაპზე სწავლების ადაპტირებული სასწავლო გეგმა) შესრულების შემთხვევაში და ამ წესის I ნაწილში გაწერილის (I „ზოგადი მიდგომები“) მიხედვით:
ამგვარად, X სემესტრის სტუდენტებს ადაპტირებული სასწავლო გეგმის მიხედვით და შესრულებისამებრ უღიარდებათ ზ/ა დისციპლინებში ზ/ა მოცულობით ჯამში ცხრილით გათვალისწინებულ კლინიკის კურსებში არანაკლებ 9.75 კრედიტისა + სხვა დისციპლინები (პრევენციული მედიცინა 4 კრედიტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა 6 კრედიტი, კლინიკური ფარმაკოლოგია 4 კრედიტი, ლეგალური ასპექტები 2 კრედიტი) - ჯამში 16 კრედიტი: სულ სემესტრში არანაკლებ 25.75 კრედიტისა); მაქსიმუმ 3.25 კრედიტი კლინიკურ უნარ-ჩვევებში (დისციპლინის შესაბამისად) იქნება „შემდეგში შესავსები“ + 1 კრედიტი ელექტივი; სულ 4.25 კრედიტი და რაც იქნება შემდეგი სემესტრის ცხრილით გასათვალისწინებელი (და გათვალისწინებული); ტრენინგის ფორმატი (მორიგეობა, ა. შ.) შეთანხმდება საგნების პედაგოგებთან (და აისახება შემდეგი სემესტრის სტუდენტთა LogBook-ში).
ზ/ა წესითა და მოცულობით მიმდინარე სემესტრის და შემდეგ სემესტრში დაგეგმილის შესრულების (როგორც ზოგადად კლინიკის კურსებში, იხილე ზემოთ, ასევე X სემესტრის ფარგლებში) სავალდებულო პირობად რჩება მიმდინარე (ადაპტირებული) სასწავლო გეგმის სრულფასოვანი შესრულება; რაც გარდა „დასწრებისა“ და „ნიშნებისა“ გულისხმობს Body Interact case-ებზე მუშაობას და სტუდენტის ელექტრონულ LogBook-ში ასახვას, რათა არსებობდეს სტუდენტთა სამედიცინო უნარებში ვარჯიშისა და შეფასების მტკიცებულება.
ასევე, როგორც ეს „ზოგად მიდგომებშია“ აღნიშნული X სემესტრში რიცხული ყველა ჯგუფისთვის გათვალისწინებული იქნება სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე გავლილი კურსები.
2.2. IX სემესტრში კრედიტების გაანგარიშების და აღიარების წესი
IX სემესტრის ცხრილით დაგეგმილია მოდულები საჭმლის მონელებელი სისტემის (12 კრედიტი), იმუნოლოგია - ინფექციების (12 კრედიტი) და შარდ-გამომყოფი სისტემის დაავადებები (5 კრედიტი), ასევე 1 კრედიტი ელექტივი.
ადაპტირებული სასწავლო გეგმისა და წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესის (იხილე თავი I „ზოგადი მიდგომები“) მიხედვით მიმდინარე სემესტრში მოხდება ზ/ა მოდულებში კრედიტის გაანგარიშება, აღიარება შემდეგნაირად:
ჯამში შესრულდება 21.75 კრედიტი და შემდეგ სემესტრში კლინიკურ უნარ-ჩვევებში შესრულებული იქნება დისციპლინის შესაბამისად 8.25 კრედიტი (ელექტივის ჩათვლით); რაც იქნება შემდეგის სემეტრის ცხრილით გასათვალისწინებელი (და გათვალისწინებული); ტრენინგის ფორმატი (მორიგეობა, ა. შ.) შეთანხმდება საგნების პედაგოგებთან (და აისახება შემდეგი სემესტრის სტუდენტთა LogBook-ში).
ზ/ა წესითა და მოცულობით მიმდინარე სემესტრის და შემდეგ სემესტრში დაგეგმილის შესრულების (როგორც ზოგადად კლინიკის კურსებში იხ. ზემოთ; ასევე IX სემესტრის ფარგლებში) სავალდებულო პირობად რჩება მიმდინარე (ადაპტირებული) სასწავლო გეგმის სრულფასოვანი შესრულება; რაც გარდა „დასწრებისა“ და „ნიშნებისა“ გულისხმობს Body Interact case-ებზე მუშაობას და სტუდენტის ელექტრონულ LogBook-ში ასახვას, რათა არსებობდეს სტუდენტთა სამედიცინო უნარებში ვარჯიშისა და შეფასების მტკიცებულება.
ასევე, როგორც ეს „ზოგად მიდგომებშია“ აღნიშნული IX სემესტრში რიცხული ყველა ჯგუფისთვის გათვალისწინებული იქნება სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე გავლილი კურსები.
2.3. VIII სემესტრში კრედიტების გაანგარიშების და აღიარების წესი
VIII სემესტრის ცხრილით დაგეგმილია მოდულები ნერვული სისტემის დაავადებები (9 კრედიტი), ნორმალური ზრდა და განვითარება (15 კრედიტი) და ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები (5 კრედიტი), ასევე 1 კრედიტი კლინიკური უნარებში.
ადაპტირებული სასწავლო გეგმისა და წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესის (იხილე თავი I „ზოგადი მიდგომები“) მიხედვით მიმდინარე სემესტრში მოხდება ზ/ა მოდულებში კრედიტის გაანგარიშება, აღიარება შემდეგნაირად:
ჯამში შესრულდება 21.75 კრედიტი და შემდეგ სემესტრში კლინიკურ უნარ-ჩვევებში შესრულებული იქნება დისციპლინის შესაბამისად 8.25 კრედიტი (კლინიკური უნარების ჩათვლით); რაც იქნება შემდეგის სემეტრის ცხრილით გასათვალისწინებელი (და გათვალისწინებული); ტრენინგის ფორმატი (მორიგეობა, ა. შ.) შეთანხმდება საგნების პედაგოგებთან (და აისახება შემდეგი სემესტრის სტუდენტთა LogBook-ში).
ზ/ა წესითა და მოცულობით მიმდინარე სემესტრის და შემდეგ სემესტრში დაგეგმილის შესრულების (როგორც ზოგადად კლინიკის კურსებში იხ. ზემოთ; ასევე VIII სემესტრის ფარგლებში) სავალდებულო პირობად რჩება მიმდინარე (ადაპტირებული) სასწავლო გეგმის სრულფასოვანი შესრულება; რაც გარდა „დასწრებისა“ და „ნიშნებისა“ გულისხმობს Body Interact case-ებზე მუშაობას და სტუდენტის ელექტრონულ LogBook-ში ასახვას, რათა არსებობდეს სტუდენტთა სამედიცინო უნარებში ვარჯიშისა და შეფასების მტკიცებულება.
ასევე, როგორც ეს „ზოგად მიდგომებშია“ აღნიშნული VIII სემესტრში რიცხული ყველა ჯგუფისთვის გათვალისწინებული იქნება სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე გავლილი კურსები.
2.4. VII სემესტრში კრედიტების გაანგარიშების და აღიარების წესი
VII სემესტრის ცხრილით დაგეგმილია მოდულები ძვალკუნთოვანი სისტემის, კანის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (12 კრედიტი), სასუნთქი სისტემის დაავადებები (7 კრედიტი) და ნერვული სისტემის დაავადებები და სმენის ორგანოები (8 კრედიტი), ასევე 1 კრედიტი კლინიკურ უნარებში.
ადაპტირებული სასწავლო გეგმისა და წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესის (იხილე თავი I „ზოგადი მიდგომები“) მიხედვით მიმდინარე სემესტრში მოხდება ზ/ა მოდულებში კრედიტის გაანგარიშება, აღიარება შემდეგნაირად:
ჯამში შესრულდება 20.25 კრედიტი და შემდეგ სემესტრში კლინიკურ უნარ-ჩვევებში შესრულებული იქნება დისციპლინის შესაბამისად 7.75 კრედიტი (კლინიკური უნარების ჩათვლით); რაც იქნება შემდეგის სემეტრის ცხრილით გასათვალისწინებელი (და გათვალისწინებული); ტრენინგის ფორმატი (მორიგეობა, ა. შ.) შეთანხმდება საგნების პედაგოგებთან (და აისახება შემდეგი სემესტრის სტუდენტთა LogBook-ში).
ზ/ა წესითა და მოცულობით მიმდინარე სემესტრის და შემდეგ სემესტრში დაგეგმილის შესრულების (როგორც ზოგადად კლინიკის კურსებში იხ. ზემოთ; ასევე VII სემესტრის ფარგლებში) სავალდებულო პირობად რჩება მიმდინარე (ადაპტირებული) სასწავლო გეგმის სრულფასოვანი შესრულება; რაც გარდა „დასწრებისა“ და „ნიშნებისა“ გულისხმობს Body Interact case-ებზე მუშაობას და სტუდენტის ელექტრონულ LogBook-ში ასახვას, რათა არსებობდეს სტუდენტთა სამედიცინო უნარებში ვარჯიშისა და შეფასების მტკიცებულება.
ასევე, როგორც ეს „ზოგად მიდგომებშია“ აღნიშნული VII სემესტრში რიცხული ყველა ჯგუფისთვის გათვალისწინებული იქნება სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე გავლილი კურსები.
2.5. VI სემესტრში კრედიტების გაანგარიშების და აღიარების წესი
VI სემესტრის ცხრილით დაგეგმილია მოდულები შესავალი კლინიკურ მეცნიერებები (10 კრედიტი), კარდიოვასკულური დაავადებები (10 კრედიტი) და ჰემატოლოგიური დარღვევები ონკოლოგიური დაავადებების დროს (7 კრედიტი), კლინიკური უნარები (2 კრედიტი), სამეცნიერო კვლევის საფუძვლები (2 კრედიტი), ასევე 1 კრედიტი ელექტივი.
ადაპტირებული სასწავლო გეგმისა და წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესის (იხ. თავი I „ზოგადი მიდოგმები“) მიხედვით მიმდინარე სემესტრში მოხდება ზ/ა მოდულებში კრედიტის გაანგარიშება, აღიარება შემდეგნაირად:
ჯამში შესრულდება 23.5 კრედიტი და შემდეგ სემესტრში კლინიკურ უნარ-ჩვევებში შესრულებული იქნება დისციპლინის შესაბამისად 8.5 კრედიტი (სამეცნიერო კვლევის საფუძვლების და ელექტივის ჩათვლით); რაც იქნება შემდეგის სემეტრის ცხრილით გასათვალისწინებელი (და გათვალისწინებული); ტრენინგის ფორმატი (მორიგეობა, ა. შ.) შეთანხმება საგნების პედაგოგებთან (და აისახება შემდეგი სემესტრის სტუდენტთა Logbook-ში).
ზ/ა წესითა და მოცულობით მიმდინარე სემესტრის და შემდეგ სემესტრში დაგეგმილის შესრულების (როგორც ზოგადად კლინიკის კურსებში იხ. ზემოთ; ასევე VI სემესტრის ფარგლებში) სავალდებულო პირობად რჩება მიმდინარე (ადაპტირებული) სასწავლო გეგმის სრულფასოვანი შესრულება; რაც გარდა „დასწრებისა“ და „ნიშნებისა“ გულისხმობს Body Interact case-ებზე მუშაობას და სტუდენტის ელექტრონულ LogBook-ში ასხვას, რათა არსებობდეს სტუდენტთა სამედიცინო უნარებში ვარჯიშისა და შეფასების მტკიცებულება.
ასევე, როგორც ეს „ზოგად მიდგომებში“ აღნიშნული VI სემესტრში რიცხული ყველა ჯგუფისთვის გათვალისწინებული იქნება სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე გავლილი კურსები.