შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ პირველკურსელთა რეგისტრაცია ჩატარდება 7, 8, 9 და 10 სექტემბერს 11:00-16:00 საათამდე (მის.: ლუბლიანას ქუჩა 2/6, ტელ.:+995 322 51 68 98).
რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი და მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებისთვის);
4. 4 ც. ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ. ვერსია (CD).
18 წლამდე პირველკურსელებმა ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობა და რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდნენ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.
მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ყველა პირცველკურსელი, გარდა 18 წლამდე სტუდენტებისა, რეგისტრაციაზე დაიშვებიან თანმხლები პირის გარეშე.
გთხოვთ, თან იქონიოთ პირბადე.