შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ 2020 წლის 16 ნოემბერს, დოქტორანტთა მიღების მიზნით, გამოცხადდეს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრზე, შვიდ ვაკანტურ ადგილზე მისაღები კონკურსი, შემდეგ სადოქტორო კვლევით განაცხადებზე:
ა) „სამედიცინო განათლებაში გამოყენებული თანამედროვე ვიზუალური ციფრული მასალის გავლენა განათლების დონეზე”;
ბ) „გულის რიტმის სარეგულაციო მექანიზმების შეფასება ჯანმრთელ პირებში ბუნებრივი და იმიტირებული გეომაგნიტური ქარიშხლის სხვადასხვა ფაზაში“;
გ) „ემოციური ინტელექტი და ნაწლავის მიკრობიოტა ბავშვთა ასაკის ბრონქული ასთმისა და ატოპიური დერმატიტის დროს“;
დ) „პოსტინტერვენციული ლეტალობა და კოგნიტიური დარღვევა 80 წლის და ზევით ქართულ პოპულაციაში“;
ე) „ ფილტვის პროგრესირებადი მაფიბროზებელი დაავადების დიაგნოსტიკა და მართვა საქართველოში“;
ვ) „მეტაბოლური ცხოვრების წესის თავისებურებები და დარღვევები პოლიცისტური საკვერცხის სინდრომით მოზარდებში“;
ზ) „სისტემური ანთების მარკერების, მეტაბოლური ადაპტაციის რიგი კომპონენტებისა ვისცერული ცხიმის დონის მაჩვენებლები ნორმალურ ორსულებსა და პრეეკლამპსიის ჯგუფში“;
კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 14 დეკემბრიდან _ 19 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0159, ლუბლიანას ქუჩა 2/6, შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”. საკონტაქტო პირი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ვაჩნაძე. ტელეფონი: 251-68-98, მობ: 591-94-50-58, ფაქსი 252-71-96. ელ.ფოსტა phd@dtmu.edu. ge
ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური გამოცდა 2020 წლის 21 დეკემბერს.
კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 23 დეკემბრიდან – 25 დეკემბრის ჩათვლით, რაც მოიცავს: საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან გასაუბრებას, წარმოდგენილი საბუთების შეფასებას.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2020 წლის 28 დეკემბერს.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო დებულების დანართით გათვალისწინებული შემდეგი საბუთები:
1. საკონკურსო განცხადება რექტორის სახელზე;
2. სააპლიკაციო ფორმა;
3. ავტობიოგრაფია (CV) (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1 პირად ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება-წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3 სამუშაო გამოცდილება – მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4 ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა – მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი;
5. ფოტო 3X4 2 ცალი;
6. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქსერო ასლი, უცხოეთში მიღებული განთლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდბლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი და მიღებული განთლების აღიარების შესახებ დოკუმენეტები);
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, კონკურსანტი ჩააბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტესტურ გამოცდას)
8. ორი რეკომენდაცია-დახასიათება, ამასთან:
თუ აპლიკანტი დასქმებულია:
• ერთი რეკომენდაცია-დახასიათება აპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით;
• მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
თუ აპლიკანტი არ არის დასქმებული:
• ორივე რეკომენდაცია-დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან.
9. სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე.
10. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);”
კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში, ასევე განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურვებ-გვერდზე www.dtmu.ge.