შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ში 2021 წლის 01 მარტს გამოცხადდეს საჯარო კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 01 აპრილიდან _ 2021 წლის 21 აპრილის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო შაბათს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ში (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, ადამიანთა რესურსების დეპარტამენტში; ტელ.: 251-68- 98; ელ. ფოსტა: office@dtmu.edu.ge)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება დადგენილი ფორმით და წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ;
2. დადგენილი ფორმით შევსებული ანკეტის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები.
3. Curriculum Vitae - ქართულ და ინგლისურ ენებზე (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები) რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1. პირად ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2. განათლება - წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი (თემის სახელწოდების მითითებით), კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3. სამუშაო გამოცდილება - მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4. ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5. პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6. ენების ცოდნა (ცოდნის დონის მითითებით);
3.7. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8. დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
5. ფერადი ფოტო სურათი 3 X4 (1 ცალი).
6. დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევეაში, აღიარების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი)
7. სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევეაში, აღიარების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი)
8. საექიმო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
9. პედაგოგიური მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი ცნობა.
10. ნასამართლეობის შესახებ ცნობა; (უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, კონკურსანტი საბუთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას)
11. შრომებისა და პუბლიკაციების ჩამონათვალის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები (დადგენილი ფორმით).
12. შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობის დამადასტურებელი ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების და პუბლიკაციების პირველწყაროების ასლები.
13. პროფესიული ორგანიზაციის (საზოგადოების) წევრობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
14. კონფერენციებში და ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატები და მათი ასლები.
(CV, ანკეტა და ნაშრომთა სია აკრეფილი Sylfaen-ით. ყველა საბუთი, გარდა სურათისა და ნაშრომთა ასლების ჩაწერილი CD-R -ზე)
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხორციელდება ღია და საჯარო კონკურსის ჩატარების გზით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც შესაბამისი კონკურსისთვის დადგენილ ვადაში შემოიტანს განაცხადს, კონკურსში მონაწილეობის შესახებ გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, და რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით წაყენებულ მოთხოვნებს.
3. აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:
3.1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
3.2. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტოტრანტის სტატუსის მქონე პირი;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არჩევის ვადა 5 წელი.
ასისტენტის თანამდებობაზე არჩევის ვადა 3 წელი.
4. აკადემიური თანამდებობაზე არჩევისას მხედველობაში მიიღება თითოეული კონკურსანტის მონაცემები:
4.1. პედაგოგიური გამოცდილება.
4.2. სამეცნიერო საქმიანობა (ბოლო 10 წლის):
4.2.1. სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი
4.2.2. სამეცნიერო შრომები და პუბლიკაციები, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობას.
4.2.3. სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა
4.2.4. სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელობა, რეცენზირება, ოპონირება
4.2.5. სადისერტაციო საბჭოს წევრობა
4.2.6. საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
4.2.7. საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრობა
4.2.8. ინგლისური ენის ცოდნა.
5. აკადემიური თანამდებობაზე არჩევისას გათვალისწინებული იქნება კანდიდატის პოზიცია აფილირების შესახებ; (აფილირება მოიაზრებს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის განასაკუთრებულ ურთიერთობას უნივერსიტეტთან, მისი სახელით საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში მონაწილეობას)
ინფორმაცია საკონკურსო აკადემიური თანამდებობებისა და კონკურსის პირობების შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.dtmu.ge.
კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 10 მაისს.
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2021 წლის 17 მაისს.
საკონკურსო აკადემიური თანამდებობების ჩამონათვალი სასწავლო კურსების მიხედვით:
საბაზისო მედიცინა:
ადამიანის მორფოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია და ციტოლოგია: 0+1+0+0
კლინიკური მედიცინა:
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა პათოლოგიური პროცესების კლინიკური შეფასებით: 0+0+0+1
2. კარდიოლოგია: 0+1+0+0
3. ნერვული სნეულებანი: 0+1+0+0
ქირურგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
1. ანესთეზიოლოგია დდა რეანიმატოლოგია: 0+1+0+0
2. მეან-გინეკოლოგია: 0+0+0+1
*ვაკანსიებზე მითითებული ციფრების თანმიმდევრობის განსაზღვრება: რიგითობით შეესაბამება შემდეგ აკადემიური თანამდებობებს: პროფესორი; ასოცირებული პროფესორი; ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი
*ვაკანსიებზე მითითებული ციფრები აღნიშნავს: 0 ვაკანსიის არ არსებობა და 1 ვაკანსიაზე მოთხოვნა (1 ნიშნავს ერთ ვაკანსიას);