შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ 2021 წლის 21 ივნისს, დოქტორანტთა მიღების მიზნით, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრზე, 1 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდეს კონკურსი, შემდეგ სადოქტორო კვლევით განაცხადზე :
„ანევრიზმული ძვლის ცისტა (კისტა)-მოლეკულური და ციტოგენეტიკური პროფილი, როგორც პირველადი და მეორადი ცისტის სადიაგნოსტიკო და პროგნოზული მარკერი.“
კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 19 ივლისიდან - 21ივლისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0159, ლუბლიანას ქუჩა 2/6, შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ . საკონტაქტო პირი - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ვაჩნაძე. ტელ: 251-68- 98, 591 94 50 58, ფაქსი: 252 – 71-96 ელ-ფოსტა: phd@dtmu.edu.ge
ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური გამოცდა 2021 წლის 23 ივლისს.
კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 26 ივლისს, რაც მოიცავს: საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი საბუთების შეფასებას, კონკურსანტთან გასაუბრებას.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2021 წლის 30 ივლისს.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო დებულების დანართით გათვალისწინებული შემდეგი საბუთები:
1. საკონკურსო განცხადება რექტორის სახელზე; (დანართი 1)
2. სააპლიკაციო ფორმა;( დანართი 2)
3. ავტობიოგრაფია (CV) (ნაბეჭდი და ელექტრონულივერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1 პირად ინფორმაციას - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება-წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3 სამუშაო გამოცდილება–მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4 ტრენინგები და კონფერენციები - თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა –მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია - ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ფოტო 3X4 2 ცალი;
6. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, უცხოეთში მიღებული განთლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემთხვევაშ იდაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდბლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი და მიღებული განთლების აღიარების შესახებ დოკუმენეტები);
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტი ჩააბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტესტურ გამოცდას)
8. ორი რეკომენდაცია-დახასიათება( დანართი 3)
თუ აპლიკანტი დასაქმებულია:
• ერთი რეკომენდაცია-დახასიათება ააპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით ;
• მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
თუ აპლიკანტი არ არის დასქმებული:
• ორივე რეკომენდაცია - დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან.
9. სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე.
10. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);”
კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში, ასევე განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.dtmu.ge.