2018 წლის 14 აპრილს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე.
აბიტურიენტები შეხვდა დეკანის მოადგილეს ბნ. იური მიგრიაულს, რომელმაც მათ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია გააცნო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლის სპეციფიკის, სამომავლო პერსპექტივების, გამოცდების სპეციფიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.
ამის შემდგომ აბიტურიენტებს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარიამ ჯაში გაესაუბრა. მან სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სტუდენტური ცხოვრებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.