2018 წლის 10 სექტემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა საორიენტაციო დღე. აღნიშნული დღე მიზნად ისახავდა ახალი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და სპეციფიკის გაცნობას. სტუდენტების სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის დეკანმა ქლბ. ნინო ბრეგვაძემ, პრორექტორმა ბნ. სერგო თაბაგარმა და პირველკურსელთა კოორდინატორმა ქლბ. ნანუკა გუგუშვილმა. მათ ისაუბრეს როგორც ზოგადად ექიმის პროფესიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, ასევე ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდებსა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიღწევებზე, სტუდენტებს ასევე შეხვდნენ დტსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ქლბ. ეკატერინე სანიკიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ქლბ. ნატა ჯავრიშვილი. მათ სტუდენტებს გააცნეს სამომავლო პერსპექტივები და ის რთული ეტაპები, რომელთა გადალახვაც მოუწევთ დასახული მიზნების მისაღწევად.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. ასევე უდიდეს მადლობას ვუხდით ჩვენს პირველკურსელ სტუდენტებს ჩვენი უნივერსიტეტის არჩევისა და მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის.