21 ოქტომბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, განხორციელდა სტუდენტების პირველი გასვლა კგც -ის ახალი პროექტის -"დტსუ სასწავლო ლაშქრობები" (DTMU EDU-CAMPING) ფარგლებში.
პროექტის არსია თავისუფალ, სასიამოვნო გარემოში მედიცინის წამყვან სპეციალისტებთან სტუდენტების შეხვედრების ორგანიზება კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
პირველი გასვლა ზედაზენზე და მის შემოგარენში მოეწყო, ხოლო პირველი სტუმარი- მედიცინის დოქტორი, ზოგადი, ყელ-ყურ-ცხვირისა და პლასტიკური/რეკონსტრუქციული ქირურგი, ბ-ნი დავით ციციშვილი გახლდათ.
შედგა საინტერესო დიალოგი, პასუხი გაეცა სტუდენტთა კითხვებს. საუბარი შედგა როგორც პროფესიული ორიენტაციის უკეთ წარმართვის, ისე -უკვე არჩეულ დარგში კონკრეტული რჩევების მიღების მიმართულებით. ჩაისახა ახალი სასწავლო- კვლევითი პროექტის მონახაზიც, რომელზეც დაინტერესებული სტუდენტების ჯგუფი აქტიურად იმუშავებს ბ-ნ დავითთან ერთად.
სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ, იმედია, ახალი პროექტი წარმატებით განვითარდება და გაგრძელდება მომავალში ახალი, სტუდენტთა ინტერესებზე მორგებული შეხვედრებით.