2018 წლის 24 ოქტომბერს ლონდონში სენტ-ჯორჯის უნივერსიტეტის მიერ, ერაზმუს+-ით დაფინანსებული პროგრამის WAVES ხელშეწყობით, გაიმართა სესია სამედიცინო განათლებაში ვირტუალური პაციენტის სცენარების გამოყენების შესახებ; მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დტსუ-ს პროფესორებმა (ნ. ბრეგვაძე-თაბაგარი და ს. თაბაგარი); განხილულ იქნა ამ საგანმანათლებლო რესურსის კომერციალიზაციის საკითხები; მათი სარგებელი უწყვეტ პროფესიულ განათლებაში; ასევე მისი შესაძლებლობები სამედიცინო შეცდომების პრევენციაში. სესიაზე საინტერესო პრეზენტაციების გარდა იყო დისკუსიის, კომუნიკაციისა და შემდგომი განვითარებისთვის საჭირო პროექტებზე საუბრის შესაძლებლობა.