18 ნოემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა აიეტის გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის (GIGA) რიგით მეორე ვორქშოფი. ვორქშოფი შედგებოდა ორი, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. თეორიულ ნაწილში, განხილულ იქნა მეან/გინეკოლოგია, როგორც პროფესია, მისი პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები და მსმენელს მიეწოდა ინფორმაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნული პროფესიის დასაუფლებლად გასავლელი აუცილებელი ნაბიჯების შესახებ. პრაქტიკულ ნაწილში კი, მონაწილები დაეუფლნენ გინეკოლოგიური გასინჯვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ასევე, საშუალება მიეცათ, მულაჟებზე საკუთარი ხელით განეხორციელებინათ შემდეგი მანიპულაციები: ბიმანუალური გასინჯვა, სარკის ჩადგმა, პაპ ტესტისა და სხვადასხვა ტიპის ნაცხის აღება. ლექციას უძღვებოდა დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის სტუდენტი და გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის დამფუძნებელი, მარიამ ჯაში. პრაქტიკულ ნაწილში კი, დამსწრე სტუდენტებისგან შექმნილ ორ ჯგუფს ზედამხედველობდნენ მარიამ ჯაში, ანა მეტრეველი, გვანცა ქოჩიაშვილი, ნინუცა კაკაბაძე.
გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის საორგანიზაციო საბჭო, ვორქშოფის ტუტორები და აქტიური წევრები, უკლებლივ არიან დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ვორქშოფის ხანგრძლივობა შეადგენდა 4.5 საათს და მასში მონაწილეობდა დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის, სხვადასხვა კურსის, 20 სტუდენტი, რომელთაც აერთიანებთ გინეკოლოგიის, როგორც მომავალი პროფესიის ინტერესი.
აიეტის გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფი, მთლიანად სტუდენტური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, მეან/გინეკოლოგიით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება და დაეხმარონ კარიერულ წინსვლაში. თუმცა, ჯგუფის მიერ გამართული ვორქშოფების ფორმატი, გარდა სტუდენტური აქტივობებისა, მოიცავს დარგის სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობასაც.