2018 წლის 15 დეკემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) ორგანიზებით მედიქლაბჯორჯია-ში ჩატარდა “VII სამეცნიერო სესია: ა. ნობელის დღე - საინტერესო კლინიკური ქეისები "”. კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ დტსუს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის(თსსუ) სტუდენტები და სპეციალური სტუმარი, პროფესორი თეა კაკაბაძე . სესია გახსნა პროფ. ნია ბრეგვაძე-თაბაგარმა. სტუდენტებმა გაუზიარეს გააცნეს დამსწრე საზოგადოებას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში არსებული ქირურგიული და გინეკოლოგიური ინტერეს ჯგუფების შესახებ . სიტყვით გამოვიდა ასევე SYSSA-ს პრეზიდენტი, ავთანდილ ქოჩიაშვილი. სესია შედგებოდა ზეპირი მოხსენებებისაგან, თემაზე „საინტერესო კლინიკური ქეისები " სამეცნიერო სესიის დასრულებისას პროფესორმა თამარ თალაკვაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა კონფერენციის მონაწილეები. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ SYSSA-ს საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს.