2018 წლის დეკემბერში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად შეიქმნა ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია. ცენტრალური ლაბორატორია შედგება რამდენიმე სამეცნიერო მიმართულების ლაბორატორიისაგან, ესენია: გარემო ფაქტორების ზეგავლენის შემსწავლელი, ელექტროფიზიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიური და პათომორფოლოგიური ლაბორატორიები.
ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის ძირითადი მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო–ექსპერიმენტული კვლევების განხორციელება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით.
სურათი 1. გარემო ფაქტორების ზეგავლენის შემსწავლელი ლაბორატორია
სურათი 2. ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორია
სურათი 3. მიკრობიოლოგიის ლაბორატორი
სურათი 4. ბიოქიმიური ლაბორატორია