22-23 თებერვალს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა და დავით ტვილდიანის საზოგადოებრივმა საექთნო კოლეჯმა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე ინფორმატიული სტენდის ჯილდო აიღო. გამოფენაზე სტუმრებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და საექთნო კოლეჯის სწავლის სპეციფიკისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. გამოფენის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის ინტერესთა ჯგუფის (SIGA) წარმომადგენლებთან ერთად შეესწავლათ პირველადი ქირურგიული უნარ-ჩვევები (კვანძების დადება და კერვა). წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაარსებულმა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის წევრებმა. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია წითელას ვაქცინის შესახებ და თავად ესწავლათ ინექციის გაკეთება. კოლეჯის სტუდენტები კი მათ საშუალებას აძლევდნენ თავადვე განეხორციელებინათ გარკვეული მანიპულაციები მულაჟებზე და მოერგოთ ექთნის როლი.