ორშაბათს, 8 აპრილს გაიმართა სტუდენტთა ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთან, UNOPS/Stop TBPartnership -ის კლინიკურ კონსულტანტთან და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურისად გლობალური პროგრამების ხელმძღვანელთან-ნინო ლომთაძესთან. მიმოხილულ იქნა მისი კარიერული გზა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები, ტუბერკულოზი, ფარმაკოუსაფრთხოება, გლობალის და ემორის უნივერსიტეტის პროექტები საქართველოში.