2019 წლის 10 ივლისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის თამარ ბახტაძის სადისერტაციო ნაშრომის: „ფეტალური პროგრამირების გავლენა ბავშვთა ასაკში რესპირაციული დაავადებების და ასთმის განვითარებაზე“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო: ქეთევან ნემსაძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი)
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: მაია გოთუა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი , დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ; მაია ხერხეულიძე (მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი); დავით ციბაძე (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი , დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი).
ფარული კენჭისყრის შედეგად საკვალიფიკაციო საბჭომ თამარ ბახტაძეს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.