2019 წლის 4 სექტემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი ვენ კრაუდერი, ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. დელეგაცია საქართველოში იმყოფება საქართველოს მთავრობის მოწვევით და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი–საქართველოს ხელშეწყობით. შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო პროგრამები და არსებული საერთაშორისო პროექტები. გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოში სამედიცინო განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და განვითარების მიმართულებათა შესახებ.