1 ოქტომბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე ესტუმრნენ.
შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის რექტორ ბნ. ლევან ტვილდიანთან, აკადემურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად. ბნ-მა მიხეილ ბატიაშვილმა და ბნ-მა გიორგი ვაშაკიძემ დტსუ-ს EQAR-ში (The European Quality Assurance Register for Higher Education)გაწევრიანება კიდევ ერთხელ მიულოცეს და აღნიშნეს რომ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პირველი ქართული უნივერსიტეტი რომელიც EQAR-ში გაწევრიანდა და სხვა უნივერსიტეტებიც მალე შეუერთდებიან.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანებაზე. ქართველ მეცნიერებს მიეცემათ ხელმისაწვდომობა EURAXESS-ის წევრ ქვეყნების სამეცნიერო ფონდებსა და კვლევით პროექტებზე და ასევე „Horizon 2020“
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ასევე ამცნო კიდევ ერთი სიახლის შესახებ.
უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების პროგრამები აკრედიტაციის გავლის შემდეგ მოხვდებიან „FAIMER”-ის (Foundation for Advancement of International Medical Education and Research) სამედიცინო ბაზაში. რაც ნიშნავს იმას რომ აღნიშნული პროგრამები გათანაბრდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებთან და მათი აღიარება ასევე მოხდება ევროპასთან ერთად ამერიკასა და კანადაში.
უნივერსიტეტი სიახლეებით დახვდა სტუმრებს და მათთან ერთად საზოგადოებას გაუზიარეს მოსალოდნელი სიახლეები.
პირველი სიახლე რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა წარადგინა კვარიათში სასტუმროს მშენებლობის პროექტი სადაც პლასტიკური ქირურგიის ცენტრის გახსნა იგეგმება. ამასთან ერთად ბნ-მა ლევან ტვილდიანმა დააანონსა უნივერტსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის გეგმა.