შაბათს, 30 ნოემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე, პაატა ცაგარეიშვილი და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ეკატერინე სანიკიძე.
აბიტურიენტები გაეცნენ ინფორმაციას სწავლის სპეციფიკის, გამოცდების სისტემის, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, ინტერესთა ჯგუფებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება სტუდენტური ცხოვრებისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა, თამარ ჩომახიძემ გაუზიარა.