საახალწლოდ რუსთავის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა პირველკურსელთა წვეულება , ე.წ. „Freshmen Party” .
ღონისძიების მიზანი სტუდენტების სახელოვნებო ნიჭის გამოვლენა და ახალწვეულთა გაცნობა გახლავთ. სტუდენტები თანამედროვე და ნაციონალური სიმღერითა და ცეკვებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
ასევე ღონისძიებაზე დასახელდნენ სტუდენტები, რომელთაც აკადემიური წლის განმავლობაში სწავლაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგებისთვის მიიღეს შიდა დაფინანსება. მათ უნივერსიტეტისგან გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
აღნიშნული წვეულების ყოველწლიურად ჩატარება უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.