2020 წლის 28-29 თებერვალს, მე-10 საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, რომელსაც საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“ უმასპინძლა.
განათლების საერთაშორისო გამოფენის მიზანია, განათლების სისტემაში არსებული სიახლეების და სხვადასხვა პროგრამების შესახებ სრულყოფილი პლატფორმის შექმნა, რაც დამთვალიერებელს უმარტივებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სწავლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ტრადიციულად წელსაც, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა და საექთნო კოლეჯმა, ორი დღის მანძილზე დამთვალიერებლებს საშუალება მისცა სტუდენტთა დახმარებით თავად განეხორციელებინათ სხვადასხვა სახის მანიპულაციები მულაჟებზე და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისაგან მიეღოთ სრული ინფორმაცია სწავლების სპეციფიკის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტენდმა, რომლის ძირითადი თემატიკა თემა -კორონავირუსის შესახებ გახლდათ. გავრცელდა საინფორმაციო ტიპის ფლაერები, რაც ემსახურებოდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და რეკომენდაციების გაცემას პრევენციის მიზნით.
გამოკითხულ დამთვალიერებელთა ხმათა უმრავლესობით დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა „ვიზიტორთა რჩეული“-ს ნომინაციაში გაიმარჯვება.