2020 წლის 5 სექტემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო სემინარი, რომლის მიზანი იყო ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარება.
სემინარი განხორციელდა საერთაშორისო პროექტის „DeepRaft”-ის ფარგლებში, დავით ტვილდიანი სამედიცინო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა:
პულმონური ემბოლიზმისა და ინსულტების პრევენციისა და მართვის აქტუალური საკითხები: რა უნდა იცოდეს ოჯახის ექიმმა და მისმა პაციენტმა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.
მოწვეულმა მომხსენებელმა, ინტერვენციულმა არითმოლოგმა - გიორგი ჩხოლარიამ, განიხილა შემდეგი აქტუალური თემა:
„წინაგულთა ფიბრილაცია - ვერაგი დაავადების ანტიკოაგულაციური თერაპიის თანამედროვე პრინციპები“,
ასევე აქტუალური თემით: „კათეტერული აბლაციის როლი წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობაში“ -
შემოგვიერთდა გიორგი პაპიაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-არითმოლოგი, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) პრეზიდენტი და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი,
„კათეტერული აბლაციის როლი წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობაში“- ამომწურავად განიხილა ექიმმი-ნევროლოგმი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის პრეზიდენტმი, ასოცირებულმა პროფესორმა
, „ინსულტის მართვის-პრევენციის კონტროვერსიები და კოვიდ 19-ს პანდემია“-:გიორგი ჩახავამ.
მომხსენებლების გამოსვლის შემდგომ, დამსწრე საზოგადოებასა და მომხსენებლებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია.