3 აპრილს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
დაინტერესებულ საზოგადოებას, უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესაუბრნენ კარიერული მიმართულებით, როგორც ექიმის პროფესიის, უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების, ჩარიცხვის მოთხოვნების, დაფინანსების, გაცვლითი პროგრამების, დტსუ-ში არსებული ინტერესთა ჯგუფებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
შეხვედრა ZOOM პლატფორმის გამოყენებით გაიმართა, ხოლო დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში დასმულ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.