ქვეყანაში არსებული COVID-19-ის ეპიდვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, წელს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა პირველად, კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვები საღამო ონლაინ რეჟიმში გამართა.
აღნიშნული ღონისძიება უჩვეულოდ განსხვავებული აღმოჩნდა სხვა წლებისაგან, რომელიც ყოველთვის მასშტაბურობითა და მეტი მხიარულებით გამოირჩეოდა.
თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის, რაც მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, ვეცადეთ, ონლაინ ღონისძიება გამართულიყო ზუსტად იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რაც მსოფლიო მასშტაბით მცხოვრებ მომავალ ექიმებს, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს აერთიანებთ და რასაც „ჰიპოკრატეს ფიცი“-ს დადება ჰქვია.
ღონისძიების მსვლელობისას, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ბ.ნ ლევან ტვილდიანმა და დეკანმა, ქ.ნ ნია ბრეგვაძემ.
სტუდენტებმა თავიანთ მოხსენებაში ნაყოფიერად შეაფასეს განვლილი 6 წელი და მადლობა გადაუხადეს თითოეულ ლექტორს გაწეული შრომისა და თანადგომისთვის,
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სპეციალურად მათთვის დამზადებული გულსაბნევები და სამახსოვრო საჩუქრები.
დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ წარმატებას, მათ ჰუმანურ პროფესიაში რომელიც დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს თითოეული ექიმისგან.