დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალურმა სამეცნიერო კვლევითმა ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო სეულში, სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საერთაშორისო ონლაინ გამოფენაზე „14th Korea International Women's Invention Exposition - KIWIE 2021“, 12. 08 - 14.08, 2021, რომელიც ორგანიზებული იყო კორეის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (KIPO) მიერ და დაიმსახურა ვერცხლის მედალი გამოგონებისათვის – „გეომაგნიტური ქარიშხლების მოდელირების ხერხი“ - საქართველოს პატენტი P 6823. ქარიშხლების მოდელირება ხორციელდება უნიკალური ექსპერიმენტული მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც დამონტაჟებულია ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში.
ეს ჯილდო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და გამომგონებელთა ჯგუფების ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგია, რომლის წევრებიც არიან:
ქეთევან ჯანაშია - მედიცინის დოქტორი, ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორის ხელმძღვანელი;
ლევან ტვილდიანი - პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი;
ნიკოლოზ ინვია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
ელგუჯა ყუბანეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.