კვლევითი ორგანიზაცია - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს საერთაშორისო კვლევას - "ევროსტუდენტი - VIII".
კვლევა შეეხება სტუდენტებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სასწავლო პროცესი და გარემო, საცხოვრებელი პირობები, საერთაშორისო მობილობა და ა.შ.
"ევროსტუდენტი - VIII" კვლევის კითხვარი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს 2022 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში სასწავლო პორტალის ან ელ.ფოსტის საშუალებით მიეწოდებათ.