18 ივნისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, გაიმართა ღია კარის დღე.
შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის დეკანი, ქ.ნ ნია ბრეგვაძე-თაბაგარი და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დტსუ-ს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) პრეზიდენტი, თინათინ კუჭუხიძე
შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. აბიტურიენტებმა, მობილობის მსურველმა სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს: სასწავლო- საგანმანათლებლო პროგრამების, სტიპენდიების, სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო ასოციაციის, ინტერესთა ჯგუფების, დტსუ-ს განსაკუთრებული შეთავაზებებისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
დტსუ წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს!