2015 წლის 26-27 ნოემბერს ჩეხეთში, ქ. გრადეც კრალოვში, კარლოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ევროპის სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა მე-12 საერთაშორისო კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის "აიეტის" დოქტორანტების მოხსენებები: ნია მასიუკოვიჩი - "დედის ემოციური სტრესი და მისი გავლენა ბავშვის კოგნიტური სფეროს განვითარებაზე," ეკა ლილუაშვილი - "ლაქტოზის პირველადი აუტანლობის გავრცელების სიხშირე მსუბუქი მალნუტრიციის მქონე ბავშვებში, პერსისტული დიარეით."
ნია მასიუკოვიჩი და ეკა ლილუაშვილი: "ამ კონფერენციაში მონაწილოება უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვქონდა საშუალება ჩვენი კვლევის შესახებ მოგვესმინა შეკითხვები და დისკუსია გვქონოდა შეფასების კომიტეტის წევრებთან, რომელიც წარმოდგენილი იყო 7 ევროპული ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერებით; ასევე მოგვესმინა ევროპის ქვეყნების PhDსტუდენტების პრეზენტაციები; შეგვქმნოდა შთაბეჭდილება თანამედროვე ევროპაში კვლევათა პრიორიტეტული მიმართულებების, მიდგომებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რამაც მნიშვნელოვნად შეავსო ამ თვალსაზრისით ჩვენი ცოდნა. დავამყარეთ ახალი საერთაშორისო კონტაქტები და შევიძინეთ სამედიცინო მეცნიერებებით დაინტერესებული ახალი კოლეგები.
ჩვენი კვლევის მომავალი განვითარების ფარგლებში, ევროპელი კოლეგების წინადადებით შემუშავდა ახალი საპროექტო იდეა.