8-9 სექტემებრს, ქ. ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ბერლინის ჰუმბოლდის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სადოქტორო სწავლების პროგრამაში დასაქმბული პროფესიონალებისთვის (Professionals in Doctoral Education – PRIDE) დასკვნითი კონფერენციას (http://www.pride-project.eu/Conference). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა ვერიკო მირცხულავამ.
კონფერენციაზე განიხილეს სადოქტორო სწავლების პროგრამის თანამედროვე მოთხოვნები, დაიგეგმა მოკლე სასწავლო კურსები და სამუშაო შეხვედრები სადოქტორო კვლევითი პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისათვის. მოხდა სადოქტორო კვლევითი პროგრამის თანამშრომლის სახლემძღვანელოს პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://phaidra.univie.ac.at/view/o:454303