8 სექტემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა დოქტორმა მეთიუ გრიბლიმ. დოქტორი გრიბლი არის ეპიდემიოლოგი და ტოქსიკოლოგი, ემორის უნივერსიტეტის როლინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის გარემოს ჯანმრთელობის ფაკულტეტის თანამშრომელი. დოქტორი გრიბლი სწავლობს გარემოს დარიშხანით დაბინძურებას. ეს საკითხი დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოს ზოგოერთ რეგიონებისთვის საბჭოთა კავშირის დროს იქ არსებული დარიშხანის საბადოების გამო. ტოქსიკოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის ToxScholar პროგრამის (http://www.toxicology.org/awards/gf/toxscholar.asp) მხარდაჭერით დოქტორმა გრიბლიმ წარმოადგინა მიმოხილვითი ხასიათის ლექცია ტოქსიკოლოგიის და საერთაშორისო სტუდენტებისთვის ტოქსიკოლოგიის სფეროში სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობის შესახებ. მან ასევე მოკლედ განიხილა დარიშხანით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში.
ToxScholar პროგრამის მიზანია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ტოქსიკოლოგიის სფეროში სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, საყურადღებოა რომ დარიშხანით გარემოს დაბინძურება საქართველოში საინტერესოს და საჭიროს ხდის ამ სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელებას