2016 წლის 9 ნოემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის შორენა ჭიოკაძის სადისერტაციო ნაშრომის, „ მამაკაცთა აუტოიმუნური უშვილობის დიაგნოსტიკისა და პათოგენეზის ზოგიერთი თავისებურებანი“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ ვახტანგ მეუნარგია (მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი) და გიორგი გალდავა (მედიცინის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი)
სადისერეტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ ლალი ფხალაძე (მედიცინის დოქტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი), ნატო დურგლიშვილი (მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი) და ნუნუ მიცკევიჩი (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი.)
ფარული კენჭისყრის შედეგად საკვალიფიკაციო საბჭომ მიანიჭა შორენა ჭიოკაძეს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.