2010 წლის 23-25 სექტემბერს თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საერთაშორისო კავშირის ევროპის 25-ე კონფერენცია.
მსგავსი მასშტაბის ფორუმი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩატარდა პირველად. კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი უახლესი ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შესახებ.
კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება შეხვედროდნენ ექსპერტებს.
უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში. უნივერსიტეტის სტუდენტების წვლილი კონფერენციის წარმატებით ჩატარებაში აღნიშნულ იქნა როგორც უცხოელი სტუმრების მიერ, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი სამედიცინო სკოლა ”აიეტის” დოქტორანტებმა - დავით ტვილდიანმა და ლიანა კვიწინაძემ. მათ მიერ წარდგენილმა პრეზენტაციამ - “HIV/AIDS გავრცელება და რისკ-ფაქტორების შედარება კავკასიის სამ ქვეყანაში: სასომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო”, აიღო პირველი ადგილი, როგორც კონფერენციის საუკეთესო პოსტერმა.