ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით, კვირას, 7 მაისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტთათვის ჩატარდა საკონსულტაციო სემინარი ქიმიაში.
სემინარს უძღვებოდა ხათუნა ნოზაძე (ქიმიის პედაგოგი).
სემინარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
•ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები;
•ქიმიის გამოცდის ჩაბარების ინსტრუქცია/ტესტის ფორმატი;
•ზოგადი მითითებები, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ საგამოცდო პროცესში;
•ქიმიის ტესტების განხილვა;
•ტესტის სტრუქტურა;
•საკითხები და ქულების განაწილება თემების მიხედვით;
•ტესტების ტიპები;
•სხვადასხვა თემის ტიპური ტესტების გარჩევა;
აღნიშნული საკითხების განხილვის გარდა, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ექსპერიმენტულ ცდებში. ხათუნა ნოზაძესთან ერთად ექსპერიმენტულ ნაწილს უძღვებოდა სერგი კუპრეიშვილი.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიეტებს უსურვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.