დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით 13 მაისს ჩატარდა ,,პირველადი დახმარების’’ ტრენინგი. რომელსაც უძღვებოდა ამავე უნივერსიტეტის კუსრდამთავრებული გიორგი ქიქავა. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: ჭრილობიდან სისხლდენის მართვა, გულყრა(კრუნჩხვა) სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენა და შოკი. ტრენერმა მონაწილეებს აუხსნა, თუ როგორ აუცილებლობას წარმოადგენს ასეთ დროს სწორი და დროული ქმედება. ამასთანავე, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ პრაქტიკული უნარები და თვითონვე განეხორციელებინათ მანიპულაციები. გამომდინარე იქედან, რომ დასწრების მსურველთა ინტერესი დიდია ამ ეტაპისთვის უნივერსიტეტმა მხოლოდ მცირე ნაწილს უმასპინძლა, აღნიშნული ტრენინგი კვლავ გაგრძელდება და დავაანონსებთ მისი ჩატარების თარიღს.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!