2017 წლის 4-6 მაისს ლიტვაში ( ქ. კლაიპედა ) კლაიპედას უნივერსიტეტში გაიმართა ორფეუსის რიგით 12-ე კონფერენცია რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა სერგო თაბაგარმა, დეკანმა ნინო ბრეგვაძე-თაბაგარმა, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ძაბირაძემ და მეხუთე კურსის სტუდენტმა გეგი ტვილდიანმა. კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს დტსუ-ს მეხუთე კურსის სტუდენტებმა ალექსანდრე ასათიანმა და მარიამ ჯაშმა.
კონფერენციის სესიები მოიცავდა როგორც პრეზენტაციებს და ვორქშოპებს ასევე გენერალურ ასამბლეას.
ორფეუსი 2004 წელს ჩამოყალიბდა 25 უნივერსიტეტის ( 16 ევროპული ქვეყნის ) მიერ რომლებიც შეთანხმდნენ რომ ევროპაში სადოქტორო პროგრამების ჰარმონიზაცია და გამოცდილების გაცვლა აუცილებლობას წარმოადგენდა.
ევროპის ქვეყნების სადოქტორო პროგრამების ხარისხსა და შინაარსში დიდი განსხვავებები იყო. სწორედ ამ და სხვა პრობლემების განსახილველად და აღმოსაფხვრელად ზაგრებში შედგა პირველი შეხვედრა და დელეგატების მიერ ხელი მოეწერა „ ზაგრების დეკლარაციას „ რის შედეგადაც შეიქმნა ორფეუსი. ორფეუსის პირველი კონფერენცია ქ ზაგრებში ( ხორვატია ) ჩატარდა რის შემდეგაც კონფერენცია ჰელსინკში ( ფინეთი ), აარუსში,ვენაში ( ავსტრია ), იზმირში ( თურქეთი ) და სხვა ქვეყნებში ჩატარდა.
ამჟამად ორფეუსს 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
ორფეუსის რიგით 12-ე კონფერენციაზე დაანონსდა 2018 წლის მასპინძელი უნივერსიტეტი და ქვეყანა.
13-ე ორფეუსის კონფერენციას ისლანდიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს.