2017 წლის 27 ივლისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა მე-20 საიუბილეო გამოსაშვების საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აღნიშნა. ცერემონიალს ესწრებოდნენ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 1997-2017 წლის კურსდამთავრებულები. საღამოს უძღვებოდა ცნობილი პიანისტი დავით ალადაშვილი. კურსდამთავრებულებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბნ-მა დავით სერგეენკომ, უნივერსიტეტის დამფუძნებელმა ბნ-მა დიმიტრი ტვილდიანმა, რექტორმა ბნ-მა ლევან ტვილდიანმა და დეკანმა ქლბ. ნინო ბრეგვაძე-თაბაგარმა მიმართეს. ასევე სიტყვით გამოვიდნენ და დასმწრე საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარეს დტსუ-ს 1997 წლის პირველი გამოშვების სტუდენტებმაც. ტრადიციულად გამოვლინდა მე-6 კურსის საუკეთესო სტუდენტი, რომელიც წელს გახდა სალომე კორძაია. უნივერსიტეტის რექტორმა მას დავით ტვილდიანის სახელობის ჯილდო და ფულადი პრიზი გადასცა. საუკეთესო სტუდენტმა სალომე კორძაიამ თავის კურსელ სრიჯანა მანდალთან ერთად „ჰიპოკრატეს ფიცი“ წარმოთქვა. ფიცი დასტურია იმისა, რომ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, არასოდეს დაივიწყებენ მას და მუდამ იზრუნებენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, რადგან სწორედ მათი პროფესია უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის ბნ. ნიკოლოზ გოგუაძის მიერ დაწესებული სპორტული ჯილდო აღნიშნულ დარგში აქტივობისთვის გადაეცა მე-6 კურსის სტუდენტს, დავით მაღლაკელიძეს. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დეკანმა ქლბ-მა ნინო ბრეგვაძე-თაბაგარმა სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა. ამის შემდგომ კურსდამთავრებულებმა ფიცს ხელი მოაწერეს დამათთვის განკუთვნილი ბრედირებული გულსამაგრები მიიღეს.
წინა წლის მსგავსად წელსაც დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა ლექტორთა 2 ნომინაცია წარადგინა და გამარჯვებულები სერთიფიკატებითა და ბრენდირებული გულსამაგრებით დააჯილდოვა. ნომინაციაში „2017 წლის გამოშვების რჩეული ლექტორი სწავლების ბაზისური ნაწილიდან“ გახდა ქლბ. ნინო ზავრაშვილი. ხოლო „2017 წლის გამოშვების რჩეული ლექტორი სწავლების კლინიკურ ნაწილიდან“ გახდა ბნ. მალხაზ კარტოზია.
ცერემონიალის დასარულს კი სტუდენტებმა ახალი ტრადიციის თანახმად ჰიმნი (Gaudeamus Igitur) შეასრულეს.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი 2017 წლის კურსდამთავრებულებს წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებ.